ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის!

1 / 5.00
ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის!
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
გთავაზობთ ქათმის მომზადების კიდევ ერთ შესანიშნავ რეცეპტს ბერძნულად.

ინგრედიენტები:
მაწონი ან ნატურალური იოგურტი
1 ჭიქა
ქათმის ბარკლები
2 კგ
ზეითუნის ზეთი
2 ს/კ
ხმელი ორეგანო
0,5 ს/კ
მარილი და პილპილი
გემოვნებით
ნიორი
2-4 კბილი
ლიმონის წვენი
2 ს/კ
ლიმონის ცედრა
1 ს/კ
ოხრახუში
1 პატარა კონა
მომზადება:
მოამზადეთ ბერძნული მარინადი: ზეითუნის ზეთს შეურით იოგურტი, დაუმატეთ დაჭრილი ან დანაყილი ნიორი, პილპილი, მარილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მყარ პაკეტში მოათავსეთ ქათმის ბარკლები და ჩაასხით მარინადი. მჭიდროდ მოუკარით თავი და ხელით დაპრისეთ, რათა ხორცს კარგად გაუჯდეს მარინადი. გააჩერეთ პაკეტი რამდენიმე საათი მაცივარში, ან მთელი ღამით.
შემდეგ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. გადაიტანეთ ხორცი მარინადთან ერთად ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელში და გადააფარეთ ფოლა.
აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხენით ფოლგა და შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ ხორცი არ დაიბრაწება.


ნაციონალური კერძები / ბერძნული სამზარეულო / ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.