ორანჩელო - მოამზადეთ ახლავე, რათა ახალ წელს უგემრიელესი სასმლით გაუმასპინძლდეთ სტუმრებს

1 / 4.00
ორანჩელო - მოამზადეთ ახლავე, რათა ახალ წელს უგემრიელესი სასმლით გაუმასპინძლდეთ სტუმრებს
დრო
2 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ფორთოხალი
5 ცალი, დიდი
არაყი
0,7 ლ
შაქარი
0,5 კგ
მომზადება:
კარგად გარეცხეთ ფორთოხლები (სასურველია, სოდით) და ბოსტნეულის სპეციალური საფცქვნელით ფრთხილად მოაცალაეთ ცედრა, ისე, რომ თეთრი ნაწილი არ გაყვეს (ის ლიქიორს გაამწარებს).
მოათავსეთ ცედრა ქილაში და დაასხით არაყი. შეინახეთ მაცივარში ან ცივ და ბნელ ადგილას 5 დღე.
ფორთოხლის რბილობი კი მოათავსეთ ნაჭრის ტომარაში, მჭიდროდ მოუკარით თავი და ისიც მაცივარში მოათავსეთ.
მეექვსე დღეს ფორთოხლის ნაყენი გადაწურეთ. ცედრა შეგიძლიათ გადაყაროთ.
ფორთოხლიდ რბილობიდან გამოწურეთ წვენი (უნდა მიიღოთ დაახლოებით 0,5 ლ). თუ ნაკლები მიიღეთ, დაუმატეთ წყალი.
შეურიეთ ფორთოხლის წვენს 0,5 კგ შაქარი და დადგით ძლიერ ცეცხლზე. გააცხელეთ, თან გამუდმებით ურიეთ.
მიღებული სიროფი კარგად გააცივეთ და შეურიეთ ფორთოხლის არყიან ნაყენს. მიღებული ლიქიორი გაანაწილეთ ბოთლებში და შედგით მაცივარში 2-3 დღით.


სასმელი / ალკოჰოლური სასმელები / ორანჩელო - მოამზადეთ ახლავე, რათა ახალ წელს უგემრიელესი სასმლით გაუმასპინძლდეთ სტუმრებს
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.