ფენოვანი ცომის ტომრები გემრიელი გულსართით - შესანიშნავი იდეა დღესასწაულებისთვის!

0 / 0
ფენოვანი ცომის ტომრები გემრიელი გულსართით - შესანიშნავი იდეა დღესასწაულებისთვის!
დრო
20 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
მზა ფენოვანი ცომი
ქათმის ფილე
ქამა სოკო
ხახვი
გახეხილი ყველი
მწვანილის ან მწვანე ხახვის ღერები
ზეთი შესაწვავად
კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მარილი
გემოვნებით
მომზადება:
ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით ზეთში.
სოკო დაჭერით ფირფიტებად და ისიც მოხრაკეთ.
ხახვი დაჭერით წვრილად და ასევე მოხრაკეთ.
მწვანილი დაჭერით წმინდად, ყველი კი გახეხეთ მსხვიად.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ გემოვნებით მარილი.
ფენოვანი ცომი დაახვიეთ რულონივით და დაჭერით პატარა ნჭრებად.
გააბრტყელეთ თითოეული ნაჭერი 4-5 მმ სისქის წრეებად.
ჩადეთ თითეულ წრეში მომზადებული გულსართი და მოუკარეით თავი ტომარასათვის. შეკარით მწვანილის ან მწვანე ხახვის ღერით.
მოათავსეთ ღუმელის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით ათქვფეილი კვერცხის გული.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.

ცომეული / ღვეზელები / ფენოვანი ცომის ტომრები გემრიელი გულსართით - შესანიშნავი იდეა დღესასწაულებისთვის!
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.