საზამთროს ცივი და შუშხუნა კრუშონი

0 / 0
 საზამთროს ცივი და შუშხუნა კრუშონი
დრო
2 წთ
ულუფა
15
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამ გამაგრილებელი, შუშხუნა სასმლის მომზადება ძალიან მარტივია. ხილისა და შამპანურის
გარდა შეგვიძლია ლიმონიც გამოვიყენოთ.
ინგრედიენტები:
საზამთრო
1 ცალი, ცივი, მოზრდილი
ნესვი
1 ცალი, ცივი, პატარა
ატამი
2 ცალი, ცივი
შამპანიური
ან სხვა ცქრიალა ღვინო, 2 ბოთლი
ბრენდი
100 მლ
ყინულის ნატეხები
მომზადება
საზამთროს მოვაჭრათ ზედა ნაწილი ისე, რომ ქვაბის ფორმა მიიღოს, ამოვიღოთ რბილობი,
ნახევარი დავჭყლიტოთ და წვენი გამოვწუროთ. საზამთროში ჩავაწყოთ სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ნესვის, ატმისა და საზამთროს რბილობი, დავასხათ საზამთროს წვენი, შამპანური, ბრენდი და დავაყაროთ ყინულები. სასურველია, რომ საზამთრო რამდენიმე საათით
მაცივარში მოვათავსოთ. ხილისა და სასმლის შეფარდება ჩვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ჟურნალი "გემრიელი"  (აგვისტოს ნომერი)
სასმელი / ალკოჰოლური სასმელები / საზამთროს ცივი და შუშხუნა კრუშონი
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.