ნამცხვარი "ფარაონი" - მკითხველის რეცეპტი

6 / 2.83
ნამცხვარი "ფარაონი" - მკითხველის რეცეპტი
დრო
2 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი ქალბატონმა მაყვალა გუჯაბიძემ მოგვაწოდა. იგი გურიაში, სოფელ ნატანებში ცხოვრობს, ამ ნამცხვარს დიდი ხანია აცხობს და გადაწყვიტა ჩვენი მკითხველისთვისაც გაეზიარებინა.
ინგრედიენტები:
ბისკვიტი:
კვერცხის გული
8 ცალი
შაქარი
1,5 ჭიქა
მაწონი
1 ჭიქა
სოდა ძმრით
1 ჩ/კ
გამდნარი კარაქი
200 გ
ფქვილი
2,5 ჭიქა
მწიკვი მარილი
ბეზესთვის:
კვერცხის ცილა
8 ცალი
შაქარი
16 ს/კ
მწიკვი ვანილი
მწიკვი მარილი
კრემი:
დარბილებული კარაქი
200 გ
შედედებული რძე
1 ქილა
ხსნადი ყავა
1 სავსე ს/კ
მოხალული თხილი
გასაფორმებლად
მომზადების წესი:

კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი, კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. ცომი 35 სმ დიამეტრის ქაღალდაჩაფენილ ფორმაში ორ ნაწილად გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

ცილის, მწიკვი მარილისა და შაქრისაგან ბეზეს მასა მოვამზადოთ, დავუმატოთ ვანილი და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ქაღალდჩაფენილი ფორმით გამოვაცხოთ. ზოგიერთი ღუმლის შემთვევაში შესაძლოა უფრო დაბალი ტემპერატურა დასჭირდეს _ 100-120 გრადუსი. გამოცხობას დაახლოებით 1,5-2 საათი სჭირდება.

კარაქი კარგად ავთქვიფოთ და თანდათან შევათქვიფოთ შესქელებული რძე, დავუმატოთ ყავა და ვანილი.

ერთ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფქული თხილი და დავადოთ ბეზეს ფენა. ასევე მოვამზადოთ მომდევნო ბისკვიტის ფენაც. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული თხილი.
დესერტები / ტორტი / ნამცხვარი "ფარაონი" - მკითხველის რეცეპტი
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.