სოკოს გულიაში – გემრიელი სამარხვო კერძი

3 / 3.67
სოკოს გულიაში – გემრიელი სამარხვო კერძი
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ქამა სოკო
700 გ
სტაფილო
1 ცალი
ბულგარული წიწაკა
1 ცალი
პომიდორი 1 ცალი
ხახვი
2 თავი
ნიორი 2-3 კბილი
ტომატპასტა
2 ს/კ
ფქვილი
3 ს/კ
მარილი და პილპილი
გემოვნებით
ზეთი
მოსახრაკად
დაჭრილი მწვანილი
გასაფორმებლად
მომზადების წესი:
დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ნიორი წმინდად და მოხრაკეთ ზეთში 4-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო და გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი – ყველაფერი ერთად ხრაკეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო და შუშეთ თავდახურულ ქვაბში 10 წუთი. დაუმატეთ ტომატპასტა, კარგად აურიეთ და შუშეთ 2 წუთი. ჩააყარეთ ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი, დაასხით 2-3 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ნაციონალური კერძები / სლავური სამზარეულო / სოკოს გულიაში – გემრიელი სამარხვო კერძი
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.