ტორტი "ნაპოლეონი" ფორთოხლის კრემით - განსხვავებული ვერსია

5 / 2.80
ტორტი "ნაპოლეონი" ფორთოხლის კრემით - განსხვავებული ვერსია
დრო
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ცნობილი და საყვარელი ნამცხვრის კიდევ ერთი, საინტერესო რეცეპტი. ეს ვარსია თქვენთვის ნაცნობი რეცეპტებისგან იმით გამოირჩევა, რომ არ ჭირდება  ფენებზე მრავალჯერ კარაქის წასმა. ცომი ისედაც შესანიშნავად იყოფა შრეებად. დამატებით ბონუსად კი ამ ცომის გამოყენებას სხვა გულსართისთვისაც შეძლებთ, მაგალითად ხორცის ან ყველის ღვეზელებისთვის.

ინგრედიენტები:
მარგარინი
300 გ
ვაშლის ძმარი
1 ს/კ
2 ც კვერცხი
მწიკვი მარილი
წყალი
200 მლ
კარაქი
200 გ
შაქარი
1 ჭიქა
ფორთოხლის ცედრა
1 ჩ/კ
რძე
1 ჭიქა
ფქვილი
3 ჭიქა
მომზადების წესი:

ცივი მარგარინი აკეპეთ ფქვილთან ერთად წვრილ კორკოშელებად – ეს გააკეთეთ ან ბასრი დანით, ან ცომის სპეციალური ბლენდერით. შეგიძლიათ მარგარინე გახეხოთ, შემდეგ კი ხელით გაქნათ ფქვილში – მთავარია, იმოქმედოთ სწრაფად, რომ მარგარინე არ გადნეს.

ფქვილისა და მარგარინის მასაში გააკეთეთ ჩაღრმავება. ცალკე ჭიქაში ათქვიფეთ კვერცხი ძმართან და მარილთან ერთად, გადაავსეთ ჭიქა წყლით და მიღებული მასა ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილში გაკეთებულ ორმოში, თან კოვზით ურიეთ.

მოზილეთ ცომი და გააკეთეთ გუნდა, გადაიტანეთ მაგიდაზე, გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და თითოეული გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანთი. შედეთ მაცივარში 30 წუთით.

პატარა ჯამში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი და რძე დაათქვიფეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, გასქელებამდე, თან შეუჩერებლად ურიეთ. როგორც კი მასა ბუშტებს გაიკეთებს, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. გაგრილებულ მასაში დაუმატეთ კარაქი და ფორთოხლის ცედრა და კარგად ათქვიფეთ.

გამოიღეთ მაცივრიდან ცომის გუნდები და სათითაოდ გააბრტყელეთ თხლად, გადაიტანეთ ღუმელის ლითონის ფირფიტაზე, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას და აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. ცომის ჩამონაჭრებისგან გააკეთეთ ცალკე გუნდა, ისიც გააბრტყელეთ და სულ ბოლოს გამოაცხვეთ. ეს ფენა ზემოდან მოსაყრელად გამოგადგებათ.

გამომცხვარი ფენები გააგრილეთ და გადაიტანეთ სპეციალურ სადგამზე. ბასრი დანით ფრთხილად ჩამოაჭერით კიდეები, რათა ტორტს სწორკუთხა ფორმა მისცეთ.

პირველ ფენას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და ფრთხილად დააწექით ხელით. კვლავ წაუასვით კრემი და დააფინეთ მესამე ფირფიტა, ისევ დააწექით ხელით. უნდა მიიღოთ სამი იარუსი. ბოლო ფირფიტას წაუსვით კრემი. დაფხვენით მეოთხე, ბოლოს გამომგცხვარი ფირფიტა და მოაყარეთ ტორტს ზემოდან. შედგით მზა ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით – აჯობებს მთელი ღამით.

დესერტები / ნამცხვარი / ტორტი "ნაპოლეონი" ფორთოხლის კრემით - განსხვავებული ვერსია
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.