მზა წიწიბურას ფაფით მომზადებული მობრაწულა

1 / 2.00
მზა წიწიბურას ფაფით მომზადებული მობრაწულა
დრო
20 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
მზა წიწიბურას ფაფა
2 ჭიქა
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
175 გ
დიდი ხახვი
1 თავი
მწვანილი (კამა, ოხრახუში...)
ნახევარ-ნახევარი კონა
მარილი და წიწაკა
კვერცხი
3 ცალი
რძე
100 მლ
ზეთი
ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:

საშუალო ზომის ღუმელის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, გაანაწილეთ ფსკერზე 1 ჭიქა წიწიბურას ფაფა.

გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გარეცხეთ და დაჭერით ოხრახუში.

მოაყარეთ წიწიბურას ჯერ გახეხილი ყველი, შემდეგ ალყა-ალყა დაჭრილი დამარინადებული ხახვი, შემდეგ დაჭრილი ოხრახუში. შემდეგ გაანაწილეთ წიწიბურას მეორე ჭიქა, მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად, მოაყარეთ მარილი და მოასხით წიწიბურას ზემოდან.

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.

შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ 10 წუთი ფორმაში.

საუზმეული / საუზმეული / მზა წიწიბურას ფაფით მომზადებული მობრაწულა
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.