ვაშლის სამარხო შტრუდელი

2 / 1.50
ვაშლის სამარხო შტრუდელი
დრო
40 წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ფქვილი
400 გ
წყალი
150 მლ
ზეითუნის ზეთი
2 ს/კ
ვაშლის ძმარი
1/2 ჩ/კ
მარილი
გემოვნებით
ვაშლი
4 ცალი
ქიშმიში
70 გ
დაჭრილი ნიგოზი
60 გ
დაჭრილი ნუში
50 გ
წითელი კენკრის სიროფი
ან სხვა სასურველი სიროფი, 3 ს/კ
დარიჩინი
2 ჩ/კ
შტოში ან მარწყვი
50 გ
ბანანი
1 ცალი
მომზადების წესი:

1. ჯამში ჩაასხით თბილი ანადუღარი წყალი, დაუმატეთ მარილი და ვაშლის ძმარი, მოურიეთ.

2. დაიწყეთ ფქვილის ჩაყრა და ცომის მოზელა. ცომის მოზელის პროცესის დროს დაუმატეთ ცოტ-ცოტა ზეითუნის ზეთი.

3. კარგად მოზილეთ ცომი, რომ ხელებზე არ გეკვროდეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ცომი 30 წუთი.

4. მანმადე მოამზადეთ გულსართი. გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები, დაჭერით პატარა თხელ ნაჭრებად.

5. გარეცხეთ ქიშმიში, დანაყეთ ან დაჭერით ნიგოზი, მაგრამ არ დაფქვათ.

6. ყველაფერი აურიეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ სიროფი და დარიჩინი.

7. გააბრტყელეთ ცომი თხლად, წაუსვით ზეითუნის ზეთი და სიროფი შიდა მხრიდან, თანაბრად გაანაწილეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით.. ბოლოები შეაწებეთ.

8. შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. ყურადღებით იყავით, რომ ცომი არ დაგეწვათ. ის უნდა დაიბრაწოს.

9. მოამზადეთ სოუსი: შტოში ან მარწყვი დააბლენდერეთ ბანანთან და სიროფთან ერთად, გაატარეთ საცერში.

10. მიირთვით შტრუდელი თბილ სოუსთან ერთად.

დესერტები / ნამცხვარი / ვაშლის სამარხო შტრუდელი
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.