შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი "ფანტაზია" გამოცხობის გარეშე

1 / 5.00
შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი "ფანტაზია" გამოცხობის გარეშე
დრო
1 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ხაჭო
450 გ
არაჟანი
450 გ
რძე
0,5 ჭიქა
ჟელატინი
20 გ
შაქარი
0,5 ჭიქა
კაკაო
2 ს/კ
მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:

1. დაასხით ჟელატინს ცხელი რძე. დააცადეთ, სანამ მასა გაფუვდება.

2. გაატარეთ ხაჭო საცერში, დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, ვანილი და ჟელატინის მასა. კარგად ათქვიფეთ.

3. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო.

4. ჩაასხით ფორმაში თეთრი მასა, შედგით ცოტა ხნით საყინულეში, რათა შეიკრას. შემდეგ გამოიღეთ და დაასხით კაკაოიანი მასა და შედგით მაცივარში.

5. ტორტი შეგიძლიათ მორთოთ ხილით ან თხილებით.

დესერტები / ტორტი / შოკოლადისა და ხაჭოს ტორტი "ფანტაზია" გამოცხობის გარეშე
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.