ფენოვანი სალათა "ანანასი" – სადღესასწაულო სუფრისთვის

1 / 1.00
ფენოვანი სალათა "ანანასი" – სადღესასწაულო სუფრისთვის
დრო
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ფენოვანი სალათა "ანანასი" ქათმითა და სოკოს მარინადით ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ინგრედიენტები:
კარტოფილი
3 ცალი, საშუალო ზომის
ქათმის ფილე
1 ნაჭერი
კვერცხი
3 ცალი
გახეხილი ყველი
100 გ
კიტრის მწნილი
პიკული, 4-6 ცალი
წითელი ხახვი
1 საშუალო ზომის
დაკონსერვებული სოკო
1 ქილა
მწვანე ხახვის ღეროები
მაიონეზი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. გააცივეთ, გაფცქვენით, გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
მოხარშეთ კვერცხი მაგრად, გააცივეთ, გაფცქვენით და ისიც გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

ქათმის ფილე მოხარშეთ, გააცივეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

დაჭერით კიტრის მწნილიც. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

ხახვი დაჭერით წმინდად და დაასხით ლიმონის წვენი, გააჩერეთ 5 წუთით და გადაწურეთ, სურვილსამებრ, გადაავლეთ ცივი წყალი.

დაალაგეთ სალათა ფენებად ოვალურ თეფშზე. თითოეული ფენას წაუსვით მაიონეზი, გარდა ხახვისა და კიტრის ფენისა.

1 ფენა: კარტოფილი;

2 ფენა: ხახვი;

3 ფენა: ქათმის ხორცის ნახევარი;

4 ფენა: კიტრის მწნილი;

5 ფენა: დარჩენილი ქათმის ფილე;

6-ფენა: ყველი;

7 ფენა: კვერცხი;

მოსართავად დაჭერით ქამა სოკო თხელ ფირფიტებად.

სალათის ზედა ფენას კარგად წაუსვით მაიონეზი და მორთეთ დაჭრილი სოკოს ფირფიტებით, ანანასის ქერქივით.

"ანანასის" ყუნწი მწვანე ხახვის ფოჩებით გააკეთეთ.

სალათები / სალათები / ფენოვანი სალათა "ანანასი" – სადღესასწაულო სუფრისთვის
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.