სახლის პირობებში გამოყვანილი, ზომიერად მარილიანი ორაგული

0 / 0
სახლის პირობებში გამოყვანილი, ზომიერად მარილიანი ორაგული
დრო
24 წთ
ულუფა
1
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ორაგულის ფილე
1 კგ
არაიოდიზებული მარილი
2-3 ს/კ
შაქარი
2-3 ს/კ
ქინძის მარცვლები
2 ს/კ
დაფქული წითელი წიწაკა
1 ჩ/კ
ზეთი
1 ჭიქა
მომზადების წესი:

ორაგულის ფილეს ბასრი დანით გავაცალოთ კანი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მარილი და შაქარი ავურიოთ. მომინანქრებულ ან მინის ჭურჭელში ფსკერზე მოვაბნიოთ ცოტაოდენი შაქრისა და მარილის ნაზავი. ორაგულის ნაჭერებს შევაზილოთ იგივე ნაზავი და მჭიდროდ ჩავაწყოთ ჭურჭელში, დავახუროთ თავზე და გრილ ადგილას დავდოთ. 2 დღის შემდეგ ამოვიღოთ, თუ სითხე აქვს გაშვებული, მოვაცილოთ, ნაჭრები შევამშრალოთ და ახლიდან ჩავაწყოთ. ფენებს შორის მოვაყაროთ სულ ცოტა მარილი, წიწაკა და ქინძის თესლი. დავასხათ ზეთი და 24 საათი გავაჩეროთ.

ჟურნალი "გემრიელი"
ზღვის ნობათი / თევზეული და ზღვის პროდუქტი / სახლის პირობებში გამოყვანილი, ზომიერად მარილიანი ორაგული
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.