ფაფუკი ზებრა შედედებული რძით

2 / 3.50
ფაფუკი ზებრა შედედებული რძით
დრო
45 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
კვერცხი
3 ცალი
შაქარი
0,5 ჭიქა
არაჟანი
2/3 ჭიქა
შედედებული რძე
2/3 ჭიქა
კარაქი
120 გ
გამაფხვიერებელი
0,5 ჩ/კ
ფქვილი
2 ჭიქა
კაკაო
1 სავსე ჩ/კ
შავი შოკოლადი
1 ფილა
მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ არაჟანი და შედედებული რძე. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ძირითად მასას. ნელ-ნელა ჩააცერით, თან ურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

გაყავით მიღებული ცომი 2 ნაწილად. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ან ძალიან დაბალ ცეცხლზე (ამ შემთხვევაში ჯამს უნდა წაუსვათ ცოტაოდენი კარაქი). ცომის ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო და გამდნარი შოკოლადი.

აიღეთ ფორმა, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი მანის ბურღული. ჩაასხით ფორმაში მორიგეობით ერთი სუფრის კოვზი თეთრი, შემდეგ კი ერთი სუფრის კოვზი შოკოლადის ცომი და ასე შემდეგ, სანამ მთელი ცომი არ ამოიწურება.

შედგით ბისკვიტი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთი.
გამომცხვარი კექსი დატოვეთ ფორმაში 10 წუთი, შემდეგ კი გადმოიღეთ.

დესერტები / ნამცხვარი / ფაფუკი ზებრა შედედებული რძით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.