როგორ გამოვაცხოთ მინი-პიცა სულ რაღაც 5 წუთში?

0 / 0
როგორ გამოვაცხოთ მინი-პიცა სულ რაღაც 5 წუთში?
დრო
5 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
სიმართლე რომ ითქვას, ნამდვილ იტალიურ პიცას ვერაფერი შეცვლის. მაგრამ რადგან ნამდვილი პიცით სიამოვნება ყველას არ შეუძლია, გთავაზობთ შესანიშნავ ალტერნატივას...

მინი-პიცა ჭიქაში – ეს მშვენიერი გამოსავალი იქნება სიტუაციიდან, როცა გინდათ რაიმე გემრიელი, მაგრამ მზადება გეზარებათ ან დრო არ გაქვთ.

ინგრედიენტები:
ფქვილი
4 ს/კ
რძე
3 ს/კ
ზეითუნის ზეთი
1 ს/კ
ტომატის წვენი ან ტომატპასტა
გახეხილი ყველი
ძეხვი "სალიამი"
ხმელი ორეგანო
გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:

ჭიქაში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად აურიეთ.
დაუმატეთ რძე და ზეთი.

ყველაფერი კარგად აურიეთ ჩანგლით.

მზა ცომს დაასხით ცოტაოდენი ტომატის წვენი, სასურველია, სპეციალურად პიცის სოუსი, მაგრამ ჩვეულებრივი ტომატიც წავა. სოუსის ჩანაცვლება ასევე შეგიძლიათ ახალი ან დაკონსერვებული პამიდორით.

დადგა ყველის დრო... მოაყარეთ ბლომად, არ დაინანოთ.

შემდეგ დაალაგეთ მრგვლად დაჭრილი სალიამი და მოაყარეთ ხმელი ორეგანო. შედგით პიცა მიკროტალღურ ღუმელში ნახევარი წუთით.

ნაციონალური კერძები / იტალიური სამზარეულო / როგორ გამოვაცხოთ მინი-პიცა სულ რაღაც 5 წუთში?
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.