შოკოლადის ფუმფულა ოლადები 5 წუთში

1 / 5.00
შოკოლადის ფუმფულა ოლადები 5 წუთში
დრო
5 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ძალიან ლამაზი, გემრიელი და ორიგინალური დესერტი!

ინგრედიენტები:
მაწონი ან კეფირი
400 გ
ფქვილი
300 გ
კვერცხი
1 ცალი
შაქარი
60 გ
კაკაო
40 გ
სოდა 0,5 ჩკ
ლიმონის წვენი
1/2 ჩ/კ
ზეთი
60 მლ
მომზადების წესი:

კეფირში ან მაწონში შეურიეთ ლიმონის წვენი, შაქარი და კვერცხი, ათქვიფეთ, შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი სოდა და კაკაო.

აურიეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, უნდა მიიღოთ სქელი მასა.

გამოაცხვეთ ოლადები კარგად გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე.

შეწვისას ოლადები კარგად უნდა ამოვიდეს და შეწვის შემდეგაც ასეთი დარჩეს. შეწვით ორივე მხრიდან. გამომცხვარ ოლადებს შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი.

საუზმეული / საუზმეული / შოკოლადის ფუმფულა ოლადები 5 წუთში
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.