ბეზე ნაღებით

29 / 2.69
ბეზე ნაღებით
დრო
1 სთ30 წთ
ულუფა
6
სირთულე
რთული
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბეზე ძალიან ეფექტური დესერტია, რომლის მომზადებაც საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ჩვენ შევეცადეთ დეტალურად აღგვეწერა ჩვენი მკითხველისთვის ამ ნუგბარის მომზადების წესი.

ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა
4
შაქარი
1 ჭ
მარილი
მწიკვი
ვანილი
ლიმონის წვენი
ათქვეფილი ნაღები
ალუბალი
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილას გული არ უნდა შეერიოს. მოვათავსოთ სუფთა, მშრალ თასში. უკეთესი იქნება თუ
თასს წინასწარ გავაცივვებთ მაცივარში.

ჩავაყაროთ მწიკვი მარილი. კვერცხის ცილაში ჩავაწვეთოთ ლიმონის
წვენი.

დავიწყოთ ცილის თქვეფა მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, მცირე ულუფებად ვამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ.

ბეზე მზადაა, როდესაც თასის გადმოტრიალებისას მასა არ იძვრის.

გათქვეფილი ცილა კოვზის ან საკონდიტრო ტომრის საშუალებით მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე მცირე ულუფებად და შევდგათ წინასწარ 90-100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 1,5-2 საათის განმავლობაში. ცხობის დრო დამოკიდებულია ბეზეს ზომაზე. გამომცხვარი ბეზე უნდა იყოს კარგად გამომშრალი. ბეზე როდესაც გაგრილდება, მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებითა და დასპირტული ალუბლით.


ტეგები : ბეზე ნაღები
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.