ტოლმა წიწაკასა და ახალ კომბოსტოში

8 / 2.13
ტოლმა წიწაკასა და ახალ კომბოსტოში
დრო
1 სთ20 წთ
ულუფა
8
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
ინგრედიენტები:
შერეული ფარში
500 გ
მრგვალი ბრინჯი
1/2 ჭ
ტკბილი წიწაკა, წითელი
8
ახალი კომბოსტოს ფოთოლი
8
ხახვი
2
ქონდარი, პიტნა, ქინძი
1 კონა
ტომატ-პასტა
2 ს.კ
მარილი და პილპილი
კომბოსტოს ფოთლები 3 წუთი ვადუღოთ მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და ძარღვები ავათალოთ. წიწაკებს ამოვაცალოთ გული.

ხახვი და მწვანილი წვრილად დავკეპოთ და ხორცის ფარშს შევურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი, ბრინჯი და გავანაწილოთ წიწაკებსა და კომბოსტოს ფოთლებზე. ფოთლები გადავახვიოთ. ტოლმები ჩავაწყოთ სქელძირიან ქვაბში და ზემოდან დავასხათ ტომატის პასტიანი წყალი ისე, რომ 1 თითის დადებაზე დაფაროს, დავდსგათ ცეცხლზე და დაახლოებით 1 საათი ვხარშოთ.

კერძი შეგვიძლია მივირთვათ ნივრიან არაჟანთან ან მაწონთან ერთად.



ხორცეული / ღორის ხორცის კერძები / ტოლმა წიწაკასა და ახალ კომბოსტოში
ჩემი რეცეპტები
რეცეპტების დეტალური ძიება
-
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.