კუჭმაჭი

27 / 3.85
კუჭმაჭი
დრო
2 სთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ღორის გულ-ღვიძლი
1 კგ
ხახვი
1-2
ნიორი
2-3 კბილი
ბროწეული
1
უცხო სუნელი
2 ჩ.კ
ქინძი
1 კონა
ხმელი ქინძი
1 ჩ.კ
ხმელი ქონდარი
1 ჩ.კ
ყვითელი ყვავილი
1 ჩ.კ
მარილი და წიწაკა
ძმარი
ნიგოზი
200-250 გ
ღორის გულ-ღვიძლი მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი და გავაციოთ.

ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი ერთად დავნაყოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფქული ყვითელი ყვავილი, ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, მარილი და წიწაკა. სანელებლებიან მასას დავასხათ ცოტა ძმარი და კარგად ავზილოთ. საქონლის გულ-ღვიძლი წვრილად დავჭრათ ავურიოთ მომზადებული საკმაზი და ბროწეულის მარცვლები. გემოვნებით კიდევ დავუმატოთ ძმარი, მარილი და წიწაკა.

რჩევა

კუჭმაჭი შეგვიძლია მოვამზადოთ როგორც ღორის, ასევე საქონლის გულ-ღვიძლისაგან. ორიგინალურია ფრინველის გულ-ღვიძლის კუჭმაჭი. ვეგეტარიანელებს ვურჩევთმ, ეს კერძი მოხარშულ სოკოთი მოამზადონ.

Kuchmachi – Mix heart and liver with walnuts and pomegranate

ჩემი რეცეპტები
პოპულარული რეცეპტები
გემრიელი  და  ეკონომიური  რეცეპტი  ტკბილეულობის  მოყვარულთათვის
ოქროსფერი ნამცხვარი, რომლის გარეშეც ზაფხული ვერ იქნება გემრიელი.
მარტივად  მოსამზადებელი  გრილი  და  დიეტური  კერძი
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.