ფენოვანი ყვავილები

23 / 3.52
ფენოვანი ყვავილები
დრო
40 წთ
ულუფა
12
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ამ გემრიელი ჩაროზის რეცეპტი პროფესიულ კოლეჯ "იკაროსის" პედაგოგს,ქალბატონ თამარ ელისაშვილს ეკუთვნის. ფენოვანი ყვავილები მან თავის სტუდენტებთან ერთად სპეციალურად  ჟურნალ `გემრიელისთვის" მოამზადა.ეს რეცეპტი იმ მხრივაც არის საინტერესო,რომ სწრაფად მზადდება და ამასთან ძალიან ეფექტურიცაა.

ინგრედიენტები:
ფენოვანი ცომი
1 შეკვრა
ნუში
125 გ
შაქარი
120 გ
კვერცხი
1
რძე
3-4 ს.კ
ლიმონის ცედრა
1/2
რომი
2 ს.კ
ლიმონს გავაცალოთ ცედრა, ნუში დავფქვათ. შაქარი, კვერცხი, ლიმონის ცედრა, რომი, ნუში და რძე ერთმანეთში ავურიოთ (არ ავთქვიფოთ!), სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

ცომი გავაბრტყელოთ და მრგვალი ფორმით ამოვჭრათ.

თითოეული წრე ჩავაფინოთ ტარტალეტის ფორმებში, ოღონდ ხელით არ გავაბრტყელოთ.

ფორმებში მოთავსებული ცომი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.

თითოეულში მოვათავსოთ ნუშის გულსართი.

შევდგათ წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება.

დესერტები / ნამცხვარი / ფენოვანი ყვავილები
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.