ფერადი კექსი

36 / 3.56
ფერადი კექსი
დრო
50 წთ
ულუფა
8
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
დარბილებული კარაქი
150 გ
ნაღები
150 მლ
კვერცხი
4
შაქარი
1.5 ჭიქა
ფქვილი
350 გ
სოდა
1 ჩ.კ
ლიმონის წვენი
1 ს.კ
პუდინგის ფხვნილი
1 პაკეტი
კონიაკი (ან ბრენდი)
1 ს.კ
ფორთოხლის ცედრა
1 ს.კ
კაკაო
2 ს.კ
ქიშმიში
0.5 ჭიქა
გარგრის ჩირი, დაჭრილი
0.5 ჭიქა
მარილი
ზაფრანა
დანის წვერით
შაქრის პუდრა
კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთკვერცხი, ნაღები, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, კონიაკი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა, პუდინგის ფხვნილი და ფქვილი.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ერთ ნაწილს ავურიოთ კურაგა და ქიშმიში.

ცომის მეორე ნაწილს შევურიოთ კაკაო. ზაფრანა და შაქრის პუდრა დავნაყოთ, დავასხათ 1 ს.კ. მდუღარე წყალი და 2-3 წუთი თბილად გავაჩეროთ, შემდეგ დავუმატოთ ცომის მესამე ნაწილს.

კექსის ფორმას წავუსვათ ცოტა ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი. შემდეგ მასში მოვათავსოთ კაკაოიანი ცომი

კაკაოიან ფენას ზემოდან დავუმატოთ კურაგიანი ცომის მასა და ფრთხილად გადავანაწილოთ.

ბოლოს ფორმაში მოვათავსოთ ზაფრანიანი ცომი, თანაბრად გადავანაწილოთ და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ არ გაოქროსფერდება.

იმისათვის, რომ მივხვდეთ, გამომცხვარია თუ არა ნამცხვარი, შუაგულში ჩავურჭოთ ხის ჩხირი. თუ ცომი არ ამოყვა და მშრალი ამოვიდა, ესე იგი მზადაა. გარდა ამისა, გამომცხვარი კექსი ზემოდან მუქი ოქროსფერი უნდა იყოს.

რჩევა
ამ კექსის მომზადებას თუ გადავწყვეტთ, გვახსოვდეს, რომ უნდა გამოვიყენოთ ნამდვილი აღმოსავლური ზაფრანა და არა ქართული ყვითელი ყვავილი. თუ იგი არ მოგვეპოვება, შეგვიძლია ზაფრანის გარეშე გამოვაცხოთ

ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.