სუპერ-ნაზი და ნოტიო შოკოლადის ნამცხვარი

7 / 5.00
სუპერ-ნაზი და ნოტიო შოკოლადის ნამცხვარი
დრო
50 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
ინგრედიენტები:
ფქვილი
1.5 ჭიქა
კაკაო
3 ს.კ
შაქარი
1 ჭიქა
მარილი
მწიკვი
ზეთი
1/4 ჭიქა
წყალი
1 ჭიქა
სოდა
1 ჩ.კ
ლიმონის წვენი
1 ს.კ
ხსნადი ყავა
1/2 ჩ.კ
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

გამოსაცხობ ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი. მოუსვით ცხიმი.

შეურიეთ ფქვილი, მარილი, კაკაო და სოდა. ცალკე ათქვიფეთ ზეთი, შაქარი, წყალი, ლიმონის წვენი და ყავა. მთლიანად რომ შეერევა, დაამატეთ ფქვილის ნარევი.
მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხეთ 35-40 წუთი. ბოლომდე რომ გაცივდება, დაჭერით.

თავზე შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან წაუსვათ ნებისმიერი კრემი.

სამარხვო კერძები / სამარხვო კერძები / სუპერ-ნაზი და ნოტიო შოკოლადის ნამცხვარი
ჩემი რეცეპტები
რეცეპტების დეტალური ძიება
-
პოპულარული რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.