არაჟანში ჩაშუშული კურდღლის საუკეთესო რეცეპტი

0 / 0
არაჟანში ჩაშუშული კურდღლის საუკეთესო რეცეპტი
დრო
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
ინგრედიენტები:
კურდღლის ხორცი
1-1.5 კგ
არაჟანი
300 გ
თეთრი ღვინო
150 გ
ხახვი
1
ნიორი
3 კბილი
ბულიონი ან წყალი
300 მლ
მარილი და პილპილი
კარაქი
3 ს.კ
ზეთი
3 ს.კ
ქონდარი
სოკო
150 გ
კურდღელი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავჭრათ ულუფებად.
დავჭრათ ხახვი და ნიორი. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, დავბრაწოთ კურდღლის ნაჭრები.

შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ სოკო ( შეგვიძლია მის გარეშეც გავაკეთოთ.)

დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. 5-10 წუთში დავასხათ არაჟანი, ავურიოთ და დავამატოთ ბულიონი. ჩავამატოთ ქონდარი, მარილი და პილპილი. ჩავაბრუნოთ ხორცის ნაჭრებიც და ხელახლა წამოვადუღოთ.

ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება.

გარნირად მოვამზადოთ პიურე, ბრინჯი და ა.შ.

ნაციონალური კერძები / სლავური სამზარეულო / არაჟანში ჩაშუშული კურდღლის საუკეთესო რეცეპტი
რეცეპტების დეტალური ძიება
-
პოპულარული რეცეპტები
ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :)  

ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ეს ერთგვარი სახელდახელო პიცაა, სწრაფად მზადდება და იდეალურია პიკნიკზე წასაღებად.
სალათა ცეზარის სახელს ზოგჯერ შეცდომით რომის იმპერატორს, ცეზარს უკავშირებენ, სინამდვილეში კი იგი ატარებს ცეზარ კარდინის სახელს, რომელმაც პირველმა მოამზადა ეს ისტორიული სალათა. ეს უგემრიელესი კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურშია შესული.

ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.