" ჩიტის რძე" - კლასიკური რეცეპტი

18 / 4.39
" ჩიტის რძე" - კლასიკური რეცეპტი
დრო
5 სთ
ულუფა
8
სირთულე
რთული
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი
140 გ
კარაქი
100 გ
შაქარი
100 გ
კვერცხი
2
ვანილი
სუფლესთვის:
კვერცხის ცილა
2
შაქარი
400 გ
ჟელატინი
20 გ
კარაქი
200 გ
შესქელებული რძე
100 გ
ვანილი
მინანქრისთვის :
შოკოლადი
100 გ
კარაქი
50 გ
ჟელატინი წინასწარ დავალბოთ ცოტა  წყალში.

კარაქი, შაქარი, კვერცხი და ვანილი ავთქვიფოთ ერთად გათეთრებამდე.
ჩავამატოთ ფქვილი და ავურიოთ.

ცომი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (დაახლ. 28სმ) . გამოვაცხოთ  200 გრადუსზე.  რომ გაცივდება გადმოვღოთ ქაღალდიდან და შემოვაჭრათ ნაპირები ფრთხილად.

დავიწყოთ კრემის მომზადება:
კარაქი და შესქელებული რძე უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ავთქვიფოთ,  დავამატოთ ვანილი, კიდევ კარად ავთქვიფოთ და  ისევ ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ. 

ავთქვიფოთ ცილა ღრუბელივით. 

შაქარი და 130 მლ წყალი ვადუღოთ. უნდა მივიღოთ სქელი სიროფი, რომელიც ამოღებისას ძაფივით ჩამოჰყვება.

ბეზეს  ღრუბელში წვრილი ძაფივით დავამატოთ ცხელი სიროფი და თან ვთქვიფოთ. მასამ უნდა მოიმატოს ორჯერ მოცულობაში. ჟელატინი გავადნოთ, ისე რომ არ ადუღდეს და ისიც დავამატოთ ბეზეს.
შევურიოთ ბეზე  კარაქიან კრემს და დაბალ სიჩქარეზე ავთქვეფოთ რომ ბოლომდე შეეერიოს ერთმანეთს.
სუფლე დავასხათ ზემოდან ფორმაში მოთავსებულ ბისკვიტს და  შევდოთ მაცივარში 3-4 საათით.
როცა გამაგრდება სუფლე, ზემოდან შოკოლადი მოვასხათ, რომელსაც კარაქთან ერთად გავადნობთ ორთქლზე.

*ტორტი შეიძლება გაკეთდეს ორ ფენადაც: ბისკვიტს გამოვაცხობთ ორ ნაწილად, ერთ ფენას დავასხამთ სუფლეს, დავადებთ მეორე ბისკვიტს, შემდეგ კვლავ სუფლეს და ზემოდან მოვასხამთ შოკოლადს.
დესერტები / ტორტი / " ჩიტის რძე" - კლასიკური რეცეპტი
რეცეპტების დეტალური ძიება
-
პოპულარული რეცეპტები
ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :)  

ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ეს ერთგვარი სახელდახელო პიცაა, სწრაფად მზადდება და იდეალურია პიკნიკზე წასაღებად.
სალათა ცეზარის სახელს ზოგჯერ შეცდომით რომის იმპერატორს, ცეზარს უკავშირებენ, სინამდვილეში კი იგი ატარებს ცეზარ კარდინის სახელს, რომელმაც პირველმა მოამზადა ეს ისტორიული სალათა. ეს უგემრიელესი კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურშია შესული.

ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.