სომხური ქადა

12 / 10.50
სომხური ქადა
დრო
1 სთ20 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
ინგრედიენტები:
ფქვილი
6 ჭიქა
კარაქი
500 გ
გამაფხვიერებელი
1 პაკეტი
მაწონი
500 მლ
გულსართისთვის:
შაქარი
1 ჭიქა
ფქვილი
1 ჭიქა
გამდნარი კარაქი
30 გ
კვერცხის გული + 1 კოვზი არაჟანი
ზემოდან გადასასმელად
საზომად 250 მილილიტრიანი ჭიქა ავიღოთ.
ფქვილი და კარაქი ავკეპოთ კარგად.
დავასხათ მაწონი, დავაყაროთ გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ცომი.
მოვაგუნდავოთ და გავყოთ ცომი 3 ნაწილად.

ფქვილი, შაქარი, გამდნარი კარაქი კარგად გადავურიოთ ერთმანეთს და  მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

ცომის თითოეული  გუნდა გავაბრტყელოთ, დავაყაროთ გულსართი, გადავახვიოთ რულეტებად, ზემოდან  წავუსვათ  კვერცხის გულის და არაჟნის ნარევი

თითოეული  რულეტი დავჭრათ სპეციალური საჭრელით.
გამოვაცხოთ ღუმელში 190 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიღებს.
როდესაც ძირი გამოუცხვება ჩაურთეთ გრილი ზემოდან და მადისაღმძვრელად დაბრაწეთ

ცომეული / ფუნთუშეული / სომხური ქადა
რეცეპტების დეტალური ძიება
-
პოპულარული რეცეპტები
ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :)  

ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ეს ერთგვარი სახელდახელო პიცაა, სწრაფად მზადდება და იდეალურია პიკნიკზე წასაღებად.
სალათა ცეზარის სახელს ზოგჯერ შეცდომით რომის იმპერატორს, ცეზარს უკავშირებენ, სინამდვილეში კი იგი ატარებს ცეზარ კარდინის სახელს, რომელმაც პირველმა მოამზადა ეს ისტორიული სალათა. ეს უგემრიელესი კერძი მსოფლიო კულინარიის საგანძურშია შესული.

ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.
გემრიელის ახალი ნომერი
ჟურნალ "გემრიელის" ივლისის ნომერი უკვე იყიდება! მხოლოდ 3 ლარად - 36 გამოცდილი და გემრიელი რეცეპტი თქვენი საზაფხულო მენიუსთვის