ტრაიფლი

1 / 1.00
ტრაიფლი
დრო
20 წთ
ულუფა
6
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტრაიფლი მარტივი და სწრაფი დესერტის სახეობაა, რომელიც სამი ფენისგან შედგება და სახელიც აქედან მოდის. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი მომზადება სხვა დესერტის მონარჩენი მასალისგანაც შეიძლება. თუ დაგრჩათ კრემი, დავამატოთ ნებისმიერი ხილი და ბისკვიტის ან კექსის ნაჭრები, ან ფხვიერი ნამცხვარი, დავალაგოთ ფენებად, გააფორმეთ და გემრიელი დესერტიც მზადაა.
ინგრედიენტები:
ნებისმიერი კრემი
300 გ
ჟოლო
1 ჭიქა
ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული
200 გ
დარიჩინი
1 ჩ.კ
შოკოლადი
100 გ
რძე
6 ს.კ
ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, შევურიოთ დარიჩინი.
ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია შაქარიც დავამატოთ.
შოკოლადი დავტეხოთ, დავამატოთ ცოტა რძე ან წყალი და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, სანამ ერთგავროვანი პრიალა მასა არ გახდება.
6 საშუალო ზომის ჭიქაში გავანაწილოთ ფენებად ჯერ დაფხვნილი ნამცხვარი, შემდეგ კრემი, შემდეგ ჟოლო. ფენები გავიმეოროთ თავიდან. ზემოდან მოვასხათ შოკოლადი.
მირთმევამდე, შეგვიძლია მაცივარში გავაჩეროთ 20-30 წთ

ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.