მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა

0 / 0
მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა
დრო
1 წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
პანა-კოტასთვის:
ნაღები 20-33%
200 მლ
ნატურალური იოგურტი
200 მლ
მანდარინის წვენი
200 მლ
შაქარი
150 გ (მეტი ან ნაკლები თქვენი გემოვნებით)
ვანილის შაქარი
1 შეკვრა
ჟელატინი
სწრაფად ხსნადი, 10 გ
ჟელესთვის:
მანდარინი
რბილობი, 0,5 ჭიქა
მანდარინის წვენი
150 მლ
შაქარი
2-3 ს/კ
ჟელატინი
1 ჩ/კ
მომზადება:
ჟელატინი დაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში, ჟელესთვის კი ცალკე - 2-3 ს/კ წყალში 10-10 წუთით.
ნაღები და იოგურტი ათქვიფეთ ერთად, დ აუმატეთ მანდარინის წვენი, შაქარი და ვანილის შაქარი.
დადგით ცეცხლზე და შეათბეთ შაქრის გადნობამდე (არ მიიყვანოთ ადუღებამდე), გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი (პანა-კოტასთვის) და კარგად აურიეთ.
გაწურეთ და ჩამოასხით ფორმებში ან ბოკლებში.
მოათავსეთ მაცივარში მასის გამაგრებამდე, დაახლოებით 1 საათით.
მანდარინის წვენს შეურიეთ შაქარი, დადგით ცეცხლე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
მაცივრიდან გამოიღეთ გაცივებული პანა-კოტა, ზემოდან მოაწყვეთ მანდარინის რბილობები, დაასხით ჟელე და კვლავ შედგით მაცივარში გამაგრებამდე.
გემრიელად მიირთვით

დესერტები / სუფლე, კრემი, ნაყინი / მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.