შოკოლადის დესერტი

12 / 5.00
შოკოლადის დესერტი
დრო
6 სთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი
400 გ
ბანანი
2
კარაქი
150 გ
ნაღები
200 გ
ფხვიერი ნამცხვარი, ქარხნული
10-12 ცალი
კონიაკი
1 სირჩა
ლიმონის წვენი
1/2
შოკოლადის ფილები დატეხეთ და კარაქთან და ნაღებთან ერთად მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. ამისთვის საჭიროა ღრმა თასში ან ქვაბში ჩაასხათ ცოტაოდენი წყალი, ზემოდან მოათავსოთ უფრო განიერი თასი და როდესაც წყალი ადუღდება, ინგრედიენტები ორთქლის მეშვეობით გაადნოთ. როდესაც შოკოლადი ბოლომდე გადნება, თასი გადმოდგით. ბანანები გაჭერით სიგრძეზე, თანაბრად და მოასხით ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს. პატარა ჯამში ჩაასხით კონიაკი და გვერდით დააწყვეთ ფხვიერი ნამცხვარი.
მოგრძო ფორმის ჭურჭელში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი, ჩაასხით შოკოლადის მასის 1/3. ზემოდან დააწყვეთ ბანანი, შემდეგ ისევ ცოტაოდენი შოკოლადი დაასხით. შემდეგ ფენად დააწყვეთ კონიაკში ამოვლებული ნამცხვარი, ისევ შოკოლადი მოასხით, ბანანი მოათავსეთ და ა.შ. დესერტი დაახლოებით 4-6 საათით ან მთელი ღამით შედგით მაცივარში. შემდეგ გამოიღეთ, ფორმა ფრთხილად ამოაბრუნეთ განიერ ლანგარზე, მოაშორეთ ცელოფანი და თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით.

რჩევა: თუ ნაღები არ გაქვთ, მაშინ ორთქლის აბაზანაზე მხოლოდ შოკოლადი და კარაქი გაადნეთ. შეგრილების შემდეგ კი ამ მასას სქელი, მაღალცხიმოვანი არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.