მოშუშული ხორცი მაკარონით

9 / 2.33
მოშუშული ხორცი მაკარონით
დრო
30 წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
მოშუშული ხორცის კონსერვი
250 გ
დაჭყლეტილი პამიდორი
200 გ
ქინძი
1 კონა
კამა
1 კონა
ხახვი
5
დაფნა
1 ფოთოლი
შაქარი
1 ჩ.კ
მარილი და წიწაკა
მაკარონი
300 გ
ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ მოშუშული ხორციდან მოხდილ ცხიმში, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილის ნახევარი, დაფნის ფოთოლი და მოშუშული ხორცი. როცა ხორცი მოიშუშება, დავასხათ პამიდორი, ჩავამატოთ შაქარი და მარილი. სურვილისამებრ დავამატოთ წიწაკაც. 2 წუთის დუღილის შემდეგ დავაყაროთ მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე მარილ-წყალში მოვხარშოთ მაკარონი, გადავწუროთ, მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ მოშუშული ხორცის სოუსი.

ამკერძს შეგვიძლია დავამატოთ რეჰანი და პამიდორთან ერთად შევურიოთ ცოტა მაიონეზიც.


ხორცეული / საქონლის, ხბოს ხორცის კერძები / მოშუშული ხორცი მაკარონით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.