თეთრი შოკოლადის მუსი

16 / 4.25
თეთრი შოკოლადის მუსი
დრო
4 სთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს დახვეწილი დესერტი შეგვიძლია მივირთვათ კონიაკთან და ყავასთან ერთად. ასევე შეგვიძლია დავუმატოთ სხვადასხვა კენკრა.
ინგრედიენტები:
თეთრი შოკოლადი, დაჭრილი (გახეხილი)
2 ჭ
ვანილის შაქარი
1 ჩ.კ
შაქრის პუდრა
1/3 ჭ
ნაღები მაღალპროცენტიანი
2 ჭ
რომი ან კონიაკი
1 ს.კ
შავი შოკოლადი დეკორისთვის
ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ თეთრი შოკოლადი და შევაგრილოთ.

ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და შევურიოთ ნელ-თბილი თეთრი შოკოლადი. დავუმატოთ ასევე კონიაკი ან რომი, მოვათავსოთ სასურველ ფორმებში და 3 საათით შევდგათ მაცივარში.

გაციებული დესერტი მოვრთოთ შავი შოკოლადით და ისე მივირთვათ.


ნაღებთან არევისას შოკოლადი უნდა იყოს დამდნარი, მაგრამ არა ცხელი.


დესერტები / სუფლე, კრემი, ნაყინი / თეთრი შოკოლადის მუსი
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.