ოსტრი

50 / 3.06
ოსტრი
დრო
1 სთ30 წთ
ულუფა
6
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი
1,5 - 2 კგ
ხახვი
2
საკუთარ წვენში კონსერვირებული პამიდორი
1 ქილა
ტომატ-პასტა
2 ს.კ
ნიორი
2-3 კბ
მარილი
წითელი წიწაკა, დაფქული
ქინძი
1 კონა
ოხრახუში
1 კონა
ოსტრი წვნიანი საჭმელია, თუმცა მისი სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუ გსურთ, ცოტა სქელი ოსტრი მოამზადეთ და გარნირთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.

ოსტრისთვის სასურველია რბილი ხორცი შევარჩიოთ.

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.

როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პამიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პამიდორი გამოიყენეთ) და ტომატპასტა. დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.

თუ სქელ ოსტრს მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. მოხარშული ბრინჯი საშუალო ზომის ჩაის ფინჯნით ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე ფრთხილად გადმოაპირქვავეთ, ზემოდან მოასხით ოსტრი და ასე ულუფებად განაწილებული მიიტანეთ სუფრასთან.

ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.