ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით

0 / 0
ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით
დრო
40 წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ქაშაყი (ან სხვა სასურველი თევზი)
2 ცალი
ბადრიჯანი
2 ცალი
ტკბილი წიწაკა
2
პამიდორი, კანგაცლილი
2-3
სოიოს სოუსი
3 ს.კ
ზეითუნის ზეთი
4 ს.კ
ქონდარი
1 ჩ.კ
ლიმონის წვენი
2 ს.კ
როზმარინი
1/2 ჩ.კ
ხახვი
2
მარილი და პილპილი
თევზი გავარჩიოთ, მოვაჭრათ თავი, მუცელში შევაზილოთ მარილი და სოიის სოუსი, ჩავუწყოთ შუა-შუა გაჭრილი ხახვი და მოვათავსოთ ზეთწასმულ ფორმაში.

გარშემო შემოვუწყოთ კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ბადრიჯანი, ნახევარ-ნახევარი ტკბილი წიწაკა და პმაიდორი. პროდუქტებს ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და როზმარინი.

ზემოდან მოვასხათ სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და ზეთი, გადავაკრათ ფოლგა და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.

დაახლოებით 30 წუთში მოვხსნათ ფოლგა და თუ ბადრიჯანი მზადაა, გამოვიღოთ ღუმლიდან.
ზღვის ნობათი / თევზეული და ზღვის პროდუქტი / ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.