თაფლის ტორტი "მედოკი" ორმაგი კრემით

0 / 0
თაფლის ტორტი "მედოკი"  ორმაგი  კრემით
დრო
1 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს  ტორტი  ძალიან  ბევრი  ჩვენგანის  უსაყვარლესი  დესერტია.  ამჯერად, ცოტა განსხვავებულ  ვარიანტს  შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:
კვერცხი
3 ცალი
შაქარი
200 გრ
თაფლი
3 სკ
სოდა
1 ჩ/კ
კარაქი
50 გრ
ფქვილი
500 გრ
კრემი1
შესქელებული რძე
1 ქილა
კარაქი
200 გრ
ვანილი
კრემი2
არაჟანი
500 გრ
შაქარი
200 გრ
ვანილი
1. 3 კვერცხი და 200 გრ შაქარი კარგად ამოვიყვანოთ. ჩავამატოთ 150 გრ თაფლი, 1ჩკ სოდა და 50 გრ კარაქი. მიღებული მასა შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, თან ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ვუმატებთ 1 ჭიქა ფქვილს და ჩქარ-ჩქარა ვურევთ, რომ არ გაჩდეს კოლტები. ასე ვაგძელებთ კიდევ 2-3 წუთი. გადმოვდგათ ცომი ორთქლის აბაზანიდან და შევურიოთ დარჩენილი ფქვილი. ცომი უნდა ზილოთ სანამ ელასტიური არ გახდება.

2. მიღებული ცომი გავყოთ 8 ნაწილად და თითოეული გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში 3-3 წუთი.

3. გამომცხვარ ფირფიტებს ლამაზად შემოვუსწოროთ გვერდები. ჩამოჭრილი ნარჩენები გავხუხოთ ტაფაზე ან ღუმელში. დავფხვნათ და შევინახოთ მოსართავად.

4. მიქსერით კარგად ამოვიყვანოთ 200 გრ კარაქი და ნელ-ნელა შევურიოთ 1 ქილა შესქელებული რძე. ვუყოთ ვანილი და დავდგათ.

5. ცალკე ჯამში 500 გრ არაჟანს ნელ-ნელა ჩავაყაროთ 200 გრ შაქარი. რა თქმა უნდა, თან მიქსერით ვთქვიფოთ.

6. მომზადება: ავიღოთ გამომცხვარი ფენებიდან ერთი და წავუსვათ არაჟნის კრემი. დავაფაროთ მეორე ფენა და მას წავუსვათ შესქელებული რძის კრემი. ასე გავიმეოროთ რიგ-რიგობით. ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ჩვენი გამზადებული ნაფხვენები.
დესერტები / ნამცხვარი / თაფლის ტორტი "მედოკი" ორმაგი კრემით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.