უნაზესი ვანილის ნაყინი თაფლით

0 / 0
უნაზესი ვანილის ნაყინი  თაფლით
დრო
20 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველაზე  გემრიელი  საზაფხულო  რეცეპტი.
ინგრედიენტები:
რძე
500 მლ
კვერცხის გული
6 ცალი
შაქარი
220 გრ
თაფლი
3 სკ
მაღალპროცენტიანი ნაღები
500 გრ
ვანილის ჩხირი
1 ცალი
მარილი
1/4 ჩკ
1. ჩავასხათ ქვაბში რძე, ჩავყაროთ ვანილის ჩხირები და ნელ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე.

2. კვერცხის გულები ძალიან კარგად ავთქვიფოთ შაქართან, თაფლთან და მარილთან ერთად, სანამ არ მივიღებთ ღია ფერის ფაფუკ მასას.

3. თბილი რძე ძალიან ნელ-ნელა ჩავასხათ ამოყვანილ კვერცხში, თან შეუწყვეტლად ვთქვიფოდ მიქსერით. მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ და დავტოვოთ სანამ არ გასქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვაცალოთ ვანილის ჩხირები.

4. კარგად ავთქვიფოთ მაღალპროცენტიანი ნაღები და შევურიოთ გაგრილებულ, რძიან და კვერცხიან მასას, ჩავახეხოთ ვანილის ჩხირები, კარგად ავურიოთ და შევდგათ საყინულეში.
დესერტები / სუფლე, კრემი, ნაყინი / უნაზესი ვანილის ნაყინი თაფლით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.