დესერტი გაწურული მაწვნით

37 / 3.00
დესერტი გაწურული მაწვნით
დრო
20 წთ
ულუფა
3
სირთულე
საშუალო
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
ნაღები
1 ჭ. 36 %-იანი
მაწონი
1 ჭ
შოკოლადი
40-50 გ
შაქრის პუდრა
4-5 ს.კ
თხილი
2 ს.კ
ფორთოხლის ცედრა
1 ჩ.კ
ვანილი
კარამელი
თხილი მოვხალოთ და გავაცალოთ ფერფლი. ავთქვიფოთ ნაღები და 2 ს.კ. შაქრის პუდრი. ცალკე ავთქვიფოთ გაწურული მაწონი, დარჩენილი შაქრის პუდრი, ფორთოხლის ცედრა და ვანილი. ეს ორი მასა ავურიოთ და გადავანაწილოთ ფუჟერებში, ზემოდან მოვასხათ დამდნარი შოკოლადი, მოვაყაროთ მოხალული თხილი და დავაწვეთოთ კარამელი.

თუ გაწურული მაწონი არა გვაქვს, მისი შინ მომზადებაც შეგვიძლია: მაწონი ბამბის მატერიის პარკში ან ოთხმაგ დოლბანდში მოვათავსოთ, ბოლოები კარგად შევკრათ და ჩამოვკიდოთ, ქვემოთ თასი დავუდგათ, რომ წვენი შიგნით ჩავიდეს. ასე დავტოვოთ მთელი ღამით. დილით მზად გვექნება გაწურული მაწონი.

დესერტები / დესერტი ცხობის გარეშე / დესერტი გაწურული მაწვნით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.