ხაჭოს ნამცხვარი გარგრით

1 / 5.00
ხაჭოს  ნამცხვარი  გარგრით
დრო
1 წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყველაზე საზაფხულო, უგემრიელესი რეცეპტი
ინგრედიენტები:
კარაქი
100 გრ
ფქვილი
200 გრ
კვერცხი
1 ცალი
რძე
3-4 ს/კ
შაქარი
5 ს/კ
გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ
ვანილი
ხაჭოს გულსართი
ხაჭო
300 გრ
შაქარი
100 გრ
კვერცხი
2 ცალი
სახამებელი
1 ს/კ
ვანილი
ძალიან მწიფე გარგარი
1. ფქვილი  და  დაკეპილი  კარაქი შევურიოთ  ერთმანეთს.  მიღებულ  ფხვიერ  მასას  დავუმატოთ  კვერცხი, შაქარი, რძე, გამაფხვიერებელი  ან  სოდა  ძმრით  და  მოვზილოთ  ცომი.

2. საცხობ  სორმას  კარგად  წავუსვათ  ცხიმი,  ჩავდოთ  ცომი, ლამაზად  ამოვუწიოთ  ცომს  გვერდები  და  შევდგათ  მაცივარში  30  წუთით.

3. ხაჭო  კარგად  ავთქვიფოთ  შაქართან,  დავუმატოთ  კვერცხი,  ვანილი  და  სახამებელი.  ყველაფერი  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს  მიქსერით.

4. მაცივრიდან  გამოვდგათ  ცომი  და  გამოვაცხოთ  180 გრადუსსზე  გაცხელებულ  ღუმელში  10  წუთი.

5. გამოვიღოთ  ღუმელიდან  და  მოვასხათ  გამზადებული  ხაჭოს  მასა,  მოვაწყოთ  შუაზე  გაპობილი  გარგრები,  ისე  რომ  ნახევრად  ჩაეფლოს  ხაჭოში.

6. კვლავ  შევდგათ  ღუმელში  და  გამოვაცხოთ  კიდევ  ნახევარი  საათი.
დესერტები / ნამცხვარი / ხაჭოს ნამცხვარი გარგრით
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.