დესერტი " ბომბი"

2 / 4.00
დესერტი " ბომბი"
დრო
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
დაამატე
რეცეპტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინგრედიენტები:
მზა კექსი, ბისკვიტი ან კულიჩი
ჟოლოს ჯემი
4 ს.კ
ნაყინი
1 კგ (დაახლოებით, ფორმის ზომის მიხედვით)
თხილეულის ნარევი (ნუში, თხილი, ფსტა)
გემოვნებით
ფორთოხალი
1 ცალი
კენკრა, გაყინული
ალუბალი, მარწყვი, ჟოლო ან რაც გაქვთ
ლიქიორი
ბისკვიტის დასანამად
ცუკატები
ფორთოხლის, მანდარინის, ნესვის და ა.შ
შოკოლადი
მინანქრისთვის
თასში ჩააფინეთ ცელოფანი.
კექსი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად და მჭიდროდ ჩაალაგეთ თასის ძირში და გვერდებზე. წაუსვით ჟოლოს ჯემი. შემდეგ გადაიტანეთ დარბილებული ნაყინის ნაწილი, მოაყარეთ თხილეულის მიქსი (ნუში, თხილი, ფსტა, ნიგოზი... რაც გსურთ)
შემდეგ დაალაგეთ უკურკო ალუბალი (ან სხვა სასურველი ხილი). დარჩენილ ნაყინში აურიეთ დაჭრილი ცუკატები და გარჩეული ფორთოხლის ლებნები, დაჭრილი. გადაიტანეთ თასში. ზემოდან დააფარეთ კვლავ კექსის ნაჭრები. დააფარეთ ცელოფანი. კარგად დატკეპნეთ და შეინახეთ საყინულეში რამდენიმე საათი ან თუნდაც დღე, თუ დესერტს წინასწარ ამზადებთ.
სერვირების წინ დესერტი გამოიღეთ საყინულედან, გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით გამდნარი შოკოლადი და მორთეთ სურვილისამებრ.
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.