ბოზბაში ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც სარიტუალო დატვირთვა აქვს. მისი მომზადების ორი ვარიანტი არსებობს, გუფთებით და გუფთების გარეშე. კავკასიურ სამზარეულოში ამ სახელწოდების სხვა კერძებიც მოიპოვება, რომლებიც ქართულ ვერსიას არ ჰგავს.
დაჩურჩულ ლობიოს ახალგარჩეულ, ნედლ ლობიოს ეძახიან, რომელიც უფრო ნაზი სტრუქტურისაა და სწრაფად იხარშება.
ლიქიორების Sheridan’s და Baileys-ის მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ შინ მომზადებული ეს ლიქიორი. გამოდის ნაზი, ნაღების გამოთი და სასიამოვნო ყავის არომატით.

გთავაზობთ ტრადიციული და ყველასათვის კარგად ცნობილი კერძის მომზადების განსხვავებულ ვარიანტს! ღუმელში მომზადებულ ტოლმას უდავოდ განსხვავებული და ძალიან არომატული გემო აქვს.

რჩევა
ლობიო შეგვიძლია ქოთანშიც მოვხარშოთ, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენოთ გამანაწილებელი, რომ არ გასკდეს.


ჭინჭრის ხინკალი ნაკლებად ცნობილი კერძია. მას ძირითადად კახეთში ამზადებენ. ზოგჯერ წინჭრის ფარშს ნიგოზი და ნიორიც ემატება. როგორც ბებია მარომ გვითხრა, მას განსხვავებული ფორმა აქვს და ვიზუალურად უფრო ვარენიკებს წააგავს. შევეცადეთ, ეს რეცეპტი ჩვენი მკითხველისთვის გაგვეცნო.
ჩვენი ჟურნალის სტუმარი ასაკოვანი ქალბატონი, თინათინ ქველაძე გახლავთ. მან ხაჭაპურის მრავალი რეცეპტი იცის და ჩვენს მკითხველს ერთ, ორიგინალურ ვარიანტს სთავაზობს. ხაჭაპური ისევე გემრიელია ცივი, როგორც ცხელი. ამ ცომში შეგვიძლია სხვა სახის ღვეზლის მომზადებაც.
თითქოს ყველამ იცის ამ ტრადიციული კერძის მომზადება, თუმცა თუკი აჯაფსანდალს ამ წესით მოამზადებთ, ის მეორე დღეს განსაკუთრებით გემრიელი იქნება. დიახ, არა პირველ დღეს, არამედ მეორე.

ეს გემრიელი კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ ხინკლისგან მორჩენილი ცომით. ცომის მომზადება ძალიან მარტივია: ცივი წყლით, მწიკვი მარილითა და ფქვილით უნდა მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი.
როგორ მოვამზადოთ იდეალური ცომი პელმენებისა და ხინკლისთვის და რა უნდა ვიცოდით ცომის მოზელვისას აუცილებლად. იხილეთ რჩევები და რეცეპტი.

ქადას აღმოსავლეთ საქართველოში ოდითგანვე სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. ეს ღვეზელი ცხვებოდა საახალწლო, სააღდგომო, საკურთხი სუფრების მომზადებისას.
როგორც წესი, ქადის გულსართი არ იყო ტკბილი. გთავაზობთ ქადის მესხურ ვარიანტს, რომელიც ღორის ქონით მზადდება. ქადისთვის მაღალი ხარისხის ღორის ქონია საჭირო.
ასე მომზადებული ჩებურეკი გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგნით საოცრად ნაზი.

რჩევა
ეს კერძი კიდევ უფრო კარგი გამოვა თუ წყლის ნაცვლად სოკოს ბულლიონს გამოვიყენებთ. ვინც არ მარხულობს, სამარხვო ცხიმის ნაცვლად ნაღების კარაქი შეუძლია, იხმაროს.

ვისაც ცხარე კერძები არ უყვარს, შეუძლია ნაკლები რაოდენობის აჯიკა დაუმატოს.
რჩევა:
თუ კანგაცლილი ნუში არ გვაქვს, მაშინ 5-6 წუთით გავაჩეროთ მდუღარე წყალში, შემდეგ ამოვიღოთ, კანი მოვაშოროთ და ვაცადოთ გაშრობა. ნუში დავჭრათ, ოდნავ მოვხალოთ და გოზინაყის რეცეპის მიხედვით მოვამზადოთ.
რჩევა:
თუ შინაურ ქათამს გამოვიყენებთ, მომზადებას მეტი დრო დასჭირდება.
სადესერტოდ მოსამზადებელი თათარა ჩურჩხელის თათარაზე მალე კეთდდება. გარდა ამისა, შრომა შეგვიძლია გავიმარტივოთ ბლენდერით და სწორედ ამიტომ გთავაზობთ ამ ნუგბარის მარტივ რეცეპტს. თუ ბადაგი არა გვაქვს, ავიღოთ ყურძნის ახალგამოწურული წვენი და ვადუღოთ, სანამ განახევრდება.
მართალია, სოფელში, ქოთანში მომზადებულ ლობიოს არაფერი შეედრება, მაგრამ ქალაქის პირობებშიც შეგვიძლია მოვამზადოთ ბებოს რეცეპტით უგემრიელესი, არომატული ლობიო.

ეს ქართული კერძი ზოგადად ძროხის ხორცისგან კეთდება, მაგრამ შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგალითად, ცხვრის ხორცის ან ქათმისგანაც.
მარტივი, გემრიელი და ორიგინალური
აჩმა მარტივად და სწრაფად
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.