სასმელი / ალკოჰოლური სასმელები
თუკი მეგობრული შეხვედრა გაქვთ წინ, მაშინ გირჩევთ ჩაინიშნოთ ამ უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტი.

ამ გამაგრილებელი, შუშხუნა სასმლის მომზადება ძალიან მარტივია. ხილისა და შამპანურის
გარდა შეგვიძლია ლიმონიც გამოვიყენოთ.
სწრაფი და ძალიან გემრიელი საზაფხულო კოქტეილი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ცხელ დღეებში. თუ გსურთ, კოქტეილი ძალიან ცივი გამოვიდეს, სანამ კეთებას შეუდგებით, წინასწარ გაყინეთ საზამთროს კუბიკები.

საოცრად არომატული ლიქიორი მარწყვის მკვეთრი გემოთი და ლიმონის მსუბუქი ნოტით. სიმაგრე 15 გრადუსზე მეტი არ აქვს, ხოლო გემო და არომატი - ღვთაებრივი. ისიამოვნეთ!

ეს ლიქიორი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ქალებს. თუმცა, ხშირად მისი ყიდვის სიამოვნება არ გვაქვს, რადგან ეს სასმელი-დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ მისი მომზადების საუკეთესო რეცეპტს. გვერწმუნეთ, ნამდვილი ბეილისისგან ვერ გაარჩევთ.

სასმელი, რომელიც  ყველა  დიასახლისს  უნდა  ჰქონდეს  გადანახული.
ყველაზე  ცნობილი  და  ძვირიანი  კოქტეილის  უმარტივესი  რეცეპტი.
უგემრიელესი  და  ცეცხლოვანი  საზაფხულო  სასმელი,  რომელიც  ნამდვილად  გადაგატანინებთ  ზაფხულის  სიცხეს.
თუკი გიყვართ  ბეილისი,  მაგრამ  ფასი  მიუღებელია  თქვენთვის,  წაიკითხეთ  რეცეპტი  და  მოამზადეთ   თქვენი  საყვარელი  სასმელი  მარტივად.
საზაფხულო  ალკოჰოლური  სასმელი .
გროგი ალკოჰოლური კოქტეილია, რომლის შემადგენლობაშიც აუცილებლად შედის რომი. მისი მკაცრი რეცეპტი არ არსებობს, შესაძლოა იყოს ცხელიც და ცივიც, სანელებლებით ან მის გარეშე, მთავარია შეურიოთ რომი! 
პირველად ეს სასმელი ბრიტანეთის საზღვა ფლოტის წევრებმა დააგემოვნეს. ისინი რომის სმის გამო ხშირად არღვევდნენ დისციპლინას. ამის გამო, ადმირალმა ვერნონმა ბრძანა რომი ცხელი ან ცივი წყლით, ლიმონის და ფორთოხლის წვენით გაეზავებინათ და ისე მიეღოთ. თავიდან ეს სასმელი და ალკოჰოლის შემცირებული დოზა მეზღვაურებს არ მოეწონათ. სასმელს მათ ადმირალის მეტსახელი - გროგი უწოდეს. 

გთავაზობთ გროგის ერთ-ერთ ვერსიას.
1274 წელს მონღოლებმა იაპონიის დაპყრობა გადაწყვიტეს, მაგრამ ძლიერმა ქარმა და ცუდმა ამინდმა მათ კუნძულებთან მისვლაში ხელი შეუშალა. 1281 წელს მონღოლებმა ხელმეორედ სცადეს იაპონიაზე თავდასხმა და ტაიფუნმა კვლავ ჩაშალა მათი გეგმები. ასე გაჩნდა სახელწოდება "ღვთიური ქარი" - ანუ "კამიკაძე".
მოგვიანებით კამიკაძედ მოიხსენიებდნენ არმიაში მომსახურე იაპონელ თვითმკვლელ მფრინავებს. დღემდე, იაპონელები სიტყვა "კამიკაძეს" მხოლოდ მფრინავებთან მიმართებაში იყენებენ. თუმცა სხვა ქვეყნებში ეს სიტყვა ამჟამად უფრო ფართო გაგებით გამოიყენება.

უცნობია რატომ ჰქვია კოქტეილს ასე. ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ რა "სიმაღლეებზე" შეიძლება აგვიყვანოს რამდენიმე ბოკალმა :)
პოპულარული მარწყვის ლიქიორი ქსუ-ქსუ  "xuxu" რომელსაც კოქტეილების მოყვარულნი კარგად იცნობენ, სახლშიც ადვილად მზადდება
სიდრი დაბალალკოჰოლური ვაშლის ღვინოა, თუმცა მას სხვა ხილითაც ამზადებენ, მაგალითად მსხლით, კენკრით
ამბობენ, რომ ეს კოქტეილი ცნობილი ჯგუფ "როლინგ სთოუნზის"  წყალობით გახდა, 1972 წლის ამერიკული ტურნეს დროს. სახელწოდება კი ფერის გამო მიიღო, რადგან მზის ამოსვლას მიამსგავსეს.

კოქტეილს მიირთმევენ მაღალი ჭიქით და დიდი რაოდენობით ყინულით.
ჩემი რეცეპტები
ხელმოწერა
ყოველკვირიანი სიახლეების ელ.ფოსტაზე გამოწერისათვის, გთხოვთ სიახლეებზე ხელმოწერის ფორმა შეავსოთ.