ქალებს იმ მამაკაცების სხეულის სუნი მოსწონთ, რომლებიც ნიორს მიირთმევენ?
ქალებს იმ მამაკაცების სხეულის სუნი მოსწონთ, რომლებიც ნიორს მიირთმევენ?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ მამაკაცების სხეულის სუნი, რომლებიც ბევრ ნიორს მიირთმევენ, ქალებისთვის სასიამოვნოა.

ასე რომ, მათი მტკიცებით, თუ მამაკაცს ქალთან წარმატების მიღწევა სურს, ბევრი ნიორი უნდა ჭამოს, - ეს უცნაური დასკვნა მეცნიერებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ექსპერიმენტის შედეგები შეაფასეს. როგორც Planet Today იუწყება, ექსპერიმენტში 40 ძლიერი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან ერთ ნაწილს აძლევდნენ ნიორს ბუნებრივი სახით, მეორეს - ნიორს კაფსულებში და მესამეს - საერთოდ არ აძლევდნენ.

ექსპერიმენტის შედეგად იმ მამაკაცების ოფლის სუნი, რომლებიც ნიორს ნებისმიერი სახით იღებდნენ, ქალებისთვის უფრო სასიამოვნო იყო.

მეცნიერებმა ეს ეფექტი ევოლუციით ახსნეს. რადგან ნიორი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა და ადამიანის იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს, ქალები ქვეცნობიერად ირჩევენ იმ მამაკაცებს, რომლებიც ნიორს მიირთმევენ ანუ უფრო ჯანმრთელები არიან.
ჩემი რეცეპტები