საშიშია თუ არა ლუდი მამაკაცების ჯანმრთელობისთვის
საშიშია თუ არა ლუდი მამაკაცების ჯანმრთელობისთვის
ლუდი უამრავი ადამიანის საყვარელი სასმელია, თუმცა მისი სარგებელი თუ უვნებლობა საკმაოდ სადაო საკითხია, მით უმეტეს მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის.

ლუდის ისტორია რამდენიმე ათას წელს ითვლის. თუ ისტორიკოსებს ვენდობით, თავდაპირველად მას ქალები ამზადებდნენ. მოგვიანებით, როცა ლუდის წარმოება უფრო მასიური გახდა, ამ პროცესში მამაკაცებიც ჩაერთვნენ. ამის შემდეგ, ლუდის ხარშვა მამაკაცურ საქმიანობად იქცა. ლუდს ამზადებენ ნატურალური მარცვლოვანი ნედლეულისაგან: ალაო, ქერი, ჭვავი, ხორბალი, სვია და ზოგ შემთხვევაში – სიმინიდის და ბრინჯისაგან.

რას შეიცავს ლუდი:
ეთილის სპირტი;
საფუარი, რომელიც შეიცავს B და PP ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებენ ენერგეტიკულ პროცესებს და აუმჯობესებენ გულის მუშაობას;
კალციუმი და მაგნიუმი, რომელიც ხელს უშლის თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას;
კალიუმი, რომელსაც ნორმაში მოყავს წყლის და მარილის ბალანსი;
სახამებლისებრი შენაერთები, რომლებიც აუმჯობესებსნ საჭმლის გადამუშვების პროცესს;
ანტიქოსიდანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზული დაავადებების კარგ პროფილაქტიკას;
ეთერზეთები და ცილები, რომელთაც აქვთ ბაქტერიციდული მოქმედება;
ორგანული მჟავები (ნიკოტინის, ფოლიუმის, პანტეტონის და სხვ.), რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას, ნივთიერებათა ცვლას, აქვთ შარდმდენი მოქმედება.

ეს ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, რათა ლუდის "სასარგებლოს" ტიტული მივანიჭოთ და მშვიდად ვსვათ. თუმცა ….. ეს ყველაფერი მედლის მხოლოდ ერთი მხარეა.

რა არის მისი მინუსები და როგორ მოქმედებს ლუდი მამაკაცის ორგანიზმზე?

დღესდღეისობით ექიმების უმრავლესობა თვლის, რომ ლუდი უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჯანმრთელობაზე და მათ შორის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. იგივე ეხება არაალკოჰოლურ ლუდსაც.
ლუდი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოჰორმონებს, რომლებიც მსგავია ქალური ჰორმონებისა, განსაკუთრებით მუქი ფერის სორტებში.
ლუდის ხშირი და დიდი რაოდენობით გამოყენება ამცირებს მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც დიდ დარტყმას აყენებს მამაკაცურ პოტენციას და სპერმის ხარისხს. კვლევების მიხედვით, ლუდის გამოუსწორებელ მოყვარულებს მამად გახდომის შანსი 30%-ით უმცირდებათ.
ენდოკრინოლოგიურ სისტემაში მომხდარ ცვლილებებთან ერთად, მამაკაცებს რომლებიც ლუდს ხშირად სვავენ, გარეგნული მხარეც არც ისე კარგი მიმართულებით ეცვლებათ: ფისტროგენების წყალობით ცხიმი თეძოებზე, ბარძაყებზე, მუცლის და მკერდის არეში უგროვდებათ, რის გამოც
You must have Flash Player installed in order to see this player.
მამაკაცური აღნაგობა ქალურ ფიგურას ემსგავსება. გარდა ამისა, ლუდი ზრდის მადას, ამიტომ მის მოყვარულებს წონის პრობლემა ექმნებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა რთულდება, იწყება ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჰიპერტონია და შესაძლოა იმპოტენციაც.
ლუდში ნახშირწყლების და სპირტის კომბინაციის მაღალი შემცველობის გამო, ლუდი უარყოფითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციაზე. რეგულარული გამოყენებისას შესაძლოა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი განვითარდეს, პანკრეატიტი და სხვ.
გარდა ამისა, ლუდი შეიცავს დუღილის პროცესში წარმოქმნილ დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებს და შენაერთებს, რომლებიც მოქმედებით ნარკოტიკულს წააგავს. ეს შენაერთები ორგანიზმზე ცუდ ზემოქმედებას ახდენენ და არც თუ იშვიათად მიჩვევას იწვევენ – "ლუდის ალკოჰოლიზმს".

შეიძლება თუ არა დავლიოთ ლუდი?
ამდენი პლიუსი და მინუსის შედარებით დაბნეული მკითხველი აუცილებლად იკითხავს – მაშ, დავლიოთ თუ არ დავლიოთ ლუდი?

პასუხი დამამშვიდებელია – დავლიოთ! …. თუმცა ზომიერად! ეს მაქსიმუმ დღეში 1 ლიტრი ჩვეულებრივი სიმაგრის ლუდია (იგულისხმება ეთილის სპირტის 3-5% შემცველობის ლუდი), რომელიც შეიცავს 40გრ. ეთანოლს. ეს არის ალკოჰოლის მაქსიმუმ ზედა ზღვარი, რა რაოდენობითაც შეგვიძლია მივიღოთ დღეღამეში. საშუალო ნორმა კი 0,5 ლიტრია დღეში. ეს გათვლები არ ეხება მაღალი ალკოჰოლური შემცველობის (12%) ლუდს. მისი ასეთი რაოდენობით გამოყენება ტოქსიკურ შედეგებს გამოიწვევს.

რაც შეეხება ლუდში შემავალ სასარგებლო ელემენტებს, ისინი უმთავრესად შენარჩუნდება მხოლოდ გაუფილტრავ ლუდში, რადგან მისი მომზადების პროცესი გამორიცხავს პასტერიზაციის პროცესს – გახურებას პროდუქტის შენახვის ვადის გასაზრდელად.
ჩემი რეცეპტები