გარგარი - მზისფერი საგანძური
გარგარი - მზისფერი საგანძური
გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს – შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მათი ბუნებრივი კომბინაციის წყალობით არის, რომ ამ ხილს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. 

გარგარში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებზე. გარგარის ჩირი შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ნიგოზში, ქიშმიშსა და თაფლში არეული საუცხოოა ანემიის დროს. გარგარის კანი სასარგებლო ნივთიერებებით გაცილებით მდიდარია, ვიდრე რბილობი. განსაკუთრებით მარგებელია, როცა ცოცხალს მივირთმევთ, ოღონდ მანამდე გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს.

მწიფე ნაყოფი ხავერდოვანი უნდა იყოს, არომატული და მკვრივი. მისი რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება, მალე ფუჭდება, რადგან დღეში თავისი წონის 1%-ს კარგავს და სწრაფად შრება. უმჯობესია, თუ გარგარს მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ფართო ზედაპირზე გაშლით.

გარგრის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩირიც ძალიან სასარგებლოა და შესანიშნავად ინახება მთელი წლის განმავლობაში. გარგრის ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, სხვადასხვა ნამცხვრის გულსართს. აღმოსავლურ სამზარეულოში გარგრით კმაზავენ სხვადასხვა კერძს. ძალიან უხდება ინდაურის, იხვის, ცვხრის და ღორის ხორცს. ამგვარი შეზავებით უგემრიელესი და პიკანტური კრძები მიიღება.

თუ გარგარის მურაბას ან კონფიტიურს ამზადებთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გარჩეული კურკის გულიც, ნაჭუჭი კი დოლბანდში გამოაკარით და ადუღებულ მურაბაში ჩადეთ – მკვეთრ გემოს მისცემს. ჩაცივებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად შეიძლება სუფრასთან მიიტანოთ მაყალზე შემწვარი ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი. ეს, როგორც იტყვიან, ნამდვილი დელიკატესია. ჩირის მომზადება შინაც შეიძლება: ორად გაყოფილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით მინიმალურ ტემპერატურამდე გახურებულ ღუმელში. ღუმლის კარი ღია დატოვეთ, რომ სითხე კარგად აორთქლდეს, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ – მეტისმეტად არ გამოგიხმეთ. ამგვარად მომზადებული ჩირი 8-10 დღე ინახება. ჯობს, შეინახოთ მაცივარში.
ჩემი რეცეპტები