ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
აქ ნახავთ პასუხებს კითხვებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ ჩვენი გვერდის მკითხველები.

რა არის გამაფხვიერებელი?

გამაფხვიერებელი სახამებლის, ლიმონმჟავასა და სოდის ნარევია, რომელიც თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ცომში დამატებისას არ საჭიროებს გაზავებას ძმრით ან ლიმონის წვენით. სოდით ჩანაცვლებისას დოზა გაანახევრეთ. ინგლისურად ეწოდება baking powder.

GEMRIELIA

რა არის ნაღები?

ნაღები (რძის ნაღები) თხევადი სახით იყიდება მუყაოს კოლოფებში. აქვს სხვადასხვა პროცენტულობა. კრემისათვის გამოდგება 32% და მეტი ცხიმიანობით. დაბალცხიმიანი ნაღები განკუთვნილია სოუსების მოსამზადებლად და კერძებისთვის.

GEMRIELIA

რა არის ბაზილიკი?

ბაზილიკი რეჰანის ერთ-ერთი სახეობაა მრავალთაგან. აქვს ძლიერი, მაგრამ ნაზი არომატი და პრიალა ფოთლები. ხშირად აიგივებენ შაშკვლავთან, რაც არასწორია, რადგან თავად შაშკვლავიც რეჰანის ქვე-სახეობაა. ბაზილიკთან შედარებით უფრო მძაფრი არომატი აქვს და გარეგნულადაც განსხვავდება.

შედარებისთვის: ბაზილიკი

GEMRIELIA

და შაშკვლავი:

GEMRIELIA

რა არის ორეგანო?

ორეგანოს ქართულად თავშავას უწოდებენ. ჩვენთან ძირითადად იმპორტირებული მშრალი სუნელის სახით იყიდება და სწორედ "ორეგანოს" სახელწოდებით უფრო გაგიიოლდებათ მისი პოვნა/შეძენა.

GEMRIELIA

რა არის ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა მცენარის ფესვია. აქვს ყვითელი გული და ციტრუსის მსგავსი არომატი. გამოიყენება კულინარიაშიც და სამკურნალოდაც. იყიდება როგორც ნედლი, ისე დაფქული სახით

GEMRIELIA

რა არის კრემ-ყველი?

კრემ-ყველს ხშირად მდნარ ყველთან აიგივებენ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რაც არასწორია. კრემ-ყველი (cream cheese)  ნაღებისგან მომზადებული ნაზი, უმარილო, თეთრი ფერის მასაა, გამოიყენება დესერტებშიც და ბუტერბროდებშიც, ძირითადად თევზეულთან (ორაგული) 

GEMRIELIA

რა არის ფილოს ცომი?

ეს ცომის სიფრიფანა ფურცლები გახლავთ, რომელიც ერთი შეხედვით პერგამენტის ქაღალდს წააგავს. პოპულარულია თურქულ (ზოგადად აღმოსავლურ) და ბერძნულ სამზარეულოში . ფილოს ფურცლებში ახვევენ როგორც მარილიან, ისე ტკბილ გულსართს, იყენებენ ბაქლავის გამოსაცხობად.

GEMRIELIA


რა არის პაპრიკა?

პაპრიკას ტკბილ წითელ წიწაკას უწოდებენ, რომელიც დაფქული სახით გამოიყენება და განსაკუთრებით უნგრულ სამზარეულოშია პოპულარული. არსებობს შედარებით ცხარე და უფრო მოტკბო სახეობები, რასაც პაპრიკაში კაპსაიცინის არსებობა განსაზღვრავს. არსებობს ასევე შებოლილი პაპრიკა.

GEMRIELIA

რა არის კურკუმა?

კურკუმა ინდურ კულინარიაში პოპულარული სანელებელია. გამოირჩევა მკვეთრი ყვითელი ფერით და უამრავი სასარგებლო თვისებით. ის გახლავთ სანელებელ კარის (curry) ძირითადი ინგრედიენტი სხვა რამდენიმე სანელებელთან ერთად.  წაიკითხეთ უფრო დეტალურად კურკუმას შესახებ

GEMRIELIA


რა არის შექელებული რძე?

ყველასთვის ნაცნობ ამ პროდუქტს ქართულად ეწოდება შესქელებული რძე. არსებობს მისი მოხარშული სახეობაც 


GEMRIELIA
ჩემი რეცეპტები