სააღდგომო გაფორმება
სააღდგომო გაფორმება
სააღდგომო სუფრაზე მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებას არ ექცევა ყურადღება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის გაფორმებასა და მოკაზმვას.

– ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, აღორძინების, სიცოცხლისა და ამაღლებული განცდების სიმბოლოა. შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა. შევარჩიოთ საგაზაფხულო ფერთა გამა. თბილი და ნაზი ტონები სააღდგომო სუფრას ჰაეროვნებას შემატებს, ხოლო კაშკაშა ფერები – საზეიმო განწყობას შექმნის. ვეცადოთ, რომ ჭურჭელი თავისი ფერითა თუ ფაქტურით შეეფერებოდეს ერთმანეთს.

ასევე გასათვალისწინებელია სააღდგომო მენიუ, რომელშიც განსაკუთრებით აქტუალურია კვერცხის თემა. გავაფორმოთ სუფრა სააღდგომო შინაარსის ხელსაწმენდებით, დეკორატიული კვერცხებით და ტკბილეულით. მაგიდის მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ კალათები, რომლებშიც ჩავაწყობთ სააღდგომო კვერცხებს, შევაბამთ სხვადასხვა ფერის ბაფთას. ძალიან ეფექტურია პატარა "ჩიტის ბუდეებ", რომელთა დამზადებაც მრავალფერი ბურბუშელით არის შესაძლებელი.

აღდგომა სიცოცხლის ზეიმია და ამიტომ ჩვენი სუფრა აუცილებლად უნდა შევამკოთ ყვავილებით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ოთახის მცენარეები, გამშრალი და ხელოვნური ყვავილებიც. ტრადიციულია ბზის ტოტებით კომპოზიციების შექმნა. სუფრაზე უნდა ფიგურირებდეს ჯვრის თემა. სპეციალურად ამ ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ქრისტიანები თესავენ ხორბალს და ამობიბინებულ ჯეჯილში აწყობენ წითელ კვერცხებსა და პასკას. შესაძლებელია კვერცხის ნაჭუჭში მოვათავსოთ ჯეჯილი და თავად ნაჭუჭი მოვხატოთ ჩვენი ფანტაზიით. არ დაგვავიწყდეს საზეიმო სუფრაზე ფერადი სანთლები.

ჩვენ გთავაზობთ სააღდგომო სუფრის გაფორმების რამდენიმე ვარიანტს, სადაც დომინირებს საგაზაფხულო, მხიარული ფერები, მოვუწყოთ ოჯახს ზეიმი და სიხარული მივანიჭოთ პატარებს.

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIAXX
ჩემი რეცეპტები
რეცეპტების დეტალური ძიება
-
გემრიელის ახალი ნომერი
ჟურნალ "გემრიელის" ნოემბრის ნომერი 33 გამოცდილი რეცეპტით უკვე იყიდება! მხოლოდ 3 ლარად!