კურკუმა
კურკუმა
ყვითელი კოჭა, კურკუმა Curcuma Longa L – მცენარეა, რომლის გამშრალი, დაფქული ფესვი კულინარიაში სანელებლად გამოიყენება. ფართოდ მოიხმარენ მას აზიურ, განსაკუთრებით კი ინდურ სამზარეულოში. აქვს მუქი ყვითელი ფერი და ნაზი არომატი. მას უმატებენ როგორც ხორცისა და თევზისგან მომზადებულ კერძებს, ასევე ბოსტნეულსა და დესერტებს. ყვითელი კოჭა ზაფრანის მსგავსად გამოიყენება აგრეთვე კერძებისა და სხვადასხვა პროდუქტის შესაღებად. კურკუმა საქართველოში შედარებით ნაკლებად ცნობილი სანელებელია.
ჩემი რეცეპტები