"ტიფანი ბარი" განახლებული და მრავალფეროვანი მენიუთი გეპატიჟებათ
"ტიფანი ბარი" განახლებული და მრავალფეროვანი მენიუთი გეპატიჟებათ
ჟურნალი "გემრიელია" პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან არასაქმიან და სასიამოვნო გარემოში რეგულარულ შეხვედრებს კვლავ განაგრძობს. იაპონური, ქართული და ამერიკული საღამოების შემდეგ ერთობლივ ღონისძიებას "ტიფანი ბარმა" უმასპინძლა.
სანამ სტუმრები "ტიფანის" უგემრიელეს სამზარეულოს დააგემოვნებდნენ, "გემრიელიას" ბრენდ-მენეჯერმა ჟურნალის განახლებული ფორმატის შესახებ ისაუბრა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკები: მოგზაურობა და დასვენება, ქართული და უცხოური სამზარეულოს თავისებურებები, დიეტა და ჯანსაღი ცხოვრება, რჩევები ცნობილი შეფ-მზარეულებისგან და ბევრი სხვა საინტერესო თემა. პრეზენტაციის შემდეგ კი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ ფრანგული სამზარეულოს შესახებ. "გემრიელიას" ახლო მომავალში აქვს დაგეგმილი ბევრი საინტერესო და გემრიელი ღონისძიება პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
GEMRIELIA
"ტიფანი ბარი" ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თბილისში, სადაც სტუმრობა, დროის მშვიდ გარემოში გატარება, ხმაურიანი მუსიკის თანხლების გარეშე საუბარი და მეგობრების წრეში გართობაა შესაძლებელი. ბარი მარი ბროსეს ქუჩის დასაწყისში 2014 წლის 9 დეკემბერს გაიხსნა. უკვე ორი წელია, სტუმრებს პერიოდულად სხვადასხვა სახის სიახლეს სთავაზობს. მუდმივად შეაქვს მრავალფეროვნება, კერძები იქნება ეს, სასმელი, წვეულება თუ სხვა რამ. "ტიფანი ბარში" ლამაზი ინტერიერი და სიმყუდროვეა. ავეჯი, დიზაინი, გაფორმებაც გამორჩეულია.

ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით ცოცხალი მუსიკის მოსმენა ნებისმიერი გემოვნების მქონე მელომანს შეუძლია. გემრიელი კერძები, კარგი მუსიკა და სასურველი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა კი დადებითად აისახება ჩვენს განწყობაზე. "ტიფანიში" შერეული სამზარეულოა წარმოდგენილი - ცხელი კერძები, პასტისა და პიცის ნაირსახეობა, სალათები და უგემრიელესი დესერტები. 2016 წლის 5 დეკემბერს "ტიფანი ბარი" სასტუმრო "რივერსაიდთან" ერთად სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო დაჯილდოების ფინალშიც მოხვდა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყნის 200-მდე ძალიან ცნობილი სასტუმრო მონაწილეობდა.
GEMRIELIA

ირინა რასპუტინა, სერვის-მენეჯერი:

- მოგეხსენებათ, "ტიფანი ბარმა" სტუმრებს პირველად 2014 წელს უმასპინძლა და მას შემდეგ ჩვენს მომხმარებლებს აქ არაერთი სასიამოვნო საღამო გაუტარებიათ. გახსნაზე, სტუმრებს შორის, ქართველების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ, აშშ-დან, ელჩი, ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენლები და სხვები. "ტიფანი"
You must have Flash Player installed in order to see this player.
დილაობით სასტუმრო "რივერსაიდის" მობინადრეებსაც მასპინძლობს ხოლმე, ისინი აქ გემრიელ საუზმეს მიირთმევენ. თუმცა, ყველაზე ხშირად ჩვენს ბარს მაინც გოგონები სტუმრობენ, თავიანთ დაქალებთან ერთად; ოჯახები, ასევე, ბიზნესლანჩის მსურველები, რადგან ჩვენს მყუდრო ბარში წყნარი, საქმიანი საუბარი და სერიოზული საკითხების გადაწყვეტა თუ დაგეგმვა თავისუფლად შესაძლებელია. ხმადაბალი მუსიკა მათ ხელს არ უშლის. ცოცხალი მუსიკის საღამოები კი დამსწრე საზოგადოებას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
GEMRIELIA

ანდრო სობოლევი, ბარის შეფ-მზარეული:
- მე გახლავართ "ტიფანი ბარის" შეფ-მზარეული და მინდა, თქვენს მკითხველს ჩვენი ახალი მენიუ გავაცნო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ განახლდა. ბევრი სხვა სახის სიახლეც დავგეგმეთ, ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კერძები შევმატეთ. აქ შერეული სამზარეულოა და მისთვის სასურველ კერძს ნებისმიერი სტუმარი იპოვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბარი არც ქართული კერძების ნაკლებობას განიცდის, გვაქვს რამდენიმე დასახელების კერძი, რომელიც უცხოელებისთვისაა განკუთვნილი, რათა მათ ქართული სამზარეულო და მისი კულტურა გავაცნოთ. მოკლედ, მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს - ცხელი კერძები, პასტის, პიცისა და რაც მთავარია, ბელგიური ვაფლის დიდი არჩევანი, რომლითაც ცნობილია "ტიფანი ბარი".
ჩვენს მენიუს ვაფლის კიდევ რამდენიმე ვარიანტი დავუმატეთ, რომლებიც ასევე ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით - შოკოლადის. მრავალფეროვანია ახალი კოქტეილების არჩევანიც და ჩვენ მიერ დამზადებული ნატურალური ლიმონათები, რომლებიც განსხვავებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა. გირჩევთ, მობრძანდეთ და დააგემოვნოთ, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!"
GEMRIELIA
შეფ-მზარეულმა სტუმრებს დეტალურად გააცნო კერძების მომზადების პროცესი და ინგრედიენტები. სტუმრებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ მონაწილეობა "ტიფანი ბარის" კოქტეილების დამზადებაში. საღამოს დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც "ტიფანი ბარისგან" გადაეცათ სასაჩუქრე ბარათები.

თამთა დადეშელი
ჩემი რეცეპტები