მათთვის, ვინც ჯერ არ იცის რა არის „ევროპროდუქტი“
მათთვის, ვინც ჯერ არ იცის რა არის „ევროპროდუქტი“
ევროპაში მოგზაურობისა და ნამდვილი ბელგიური თუ შვეიცარული შოკოლადის, ესპანური ხამონის, ფინური რძის პროდუქტებისა და გერმანული ხორცპროდუქტების დაგემოვნების შემდეგ, ევროპულ პროდუქტს საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი უჩნდება.

ქართულ რეალობაში ტერმინი „ევროპული ხარისხი“ წლებია, რაც დამკვიდრდა. ევროპული ხარისხი, პირველ რიგში, პროდუქტისა თუ საქონლის მაღალ ხარისხთან, სანდოობასთან და თანამედროვე სტანდარტებთან ასოცირდება. ამიტომ, ადგილობრივ ბაზარზე ევროპროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ქართული სუპერმარკეტების დახლებზე ევროპული პროდუქტი ჭარბობს.

ევროპაში წარმოებული პროდუქტები ევროკავშირის მიერ დაწესებული კვების პროდუქციის წარმოების შესახებ კანონისა და სტანდარტების სრული დაცვით მზადდება. გარდა ევროკავშირის საერთაშორისო სერთიფიკატისა, თითოეულ ქვეყანაში ხარისხის საკუთარი სტანდარტები, სანიტარულ-ჰიგიენური და ვეტერინარული წესები მოქმედებს. შესაბამისად, ამ წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, თითოეული მწარმოებელი მკაცრად იცავს პროდუქციის დამზადების, ჰიგიენის, შენახვის, შეფუთვისა და ლოჯისტიკურ რეგულაციებს, რაც, საბოლოოდ, ევროპული პროდუქტის განსაკუთრებულობასა და მაღალ ხარისხს განაპირობებს.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ევროპელი მწარმოებლებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ეკო, ბიო, ორგანული - ეს ტერმინები სინონიმებია და აღნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ბიოპროდუქტი გულისხმობს, რომ ის ფერმერის მოყვანილი და გადამუშავებულია და მისი წარმოებისას არ გამოიყნება შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები. მათი დამზადების ტექნოლოგია არ მოიცავს არანაირი დანამატის ან დამხმარე საშუალების გამოყენებას. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაში კი ლიდერის პოზიციას სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ.

კვების ექსპერტთა აზრით სკანდინავიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია განსაკუთრებულად სასარგებლოა. მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების სიაში პირველი სამი ადგილი სკანდინავიის ქვეყნებს უჭირავთ - ფინეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა, ჯანმრთელი მოსახლეობით და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი გამორჩეული; დანია კი არის ქვეყანა, სადაც, სხვადასხვა დაავადების მატარებელი მოსახლეობის რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, ექიმების რიცხვი ყველაზე მცირეა. სკანდინავიის ქვეყნებში დამზადებული რძის ნაწარმი, ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღად ითვლება.

„ევროპროდუქტის“ განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია ისიც, რომ მწარმოებელი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებელზე და მაქსიმალურად ფართო არჩევანს სთავაზობს მას. მაგალითად, ფინური ბრენდი „ვალიო“, რომლის პროდუქტებიც ევროპაში ყველაზე სუფთა რძისგან მზადდება, წარმოადგენს ულაქტოზო პროდუქციას, ესპანური ბრენდი "ელპოზო" კი ხორცპროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. „ელ პოზოს“ პროდუქტები არის გენმოდიფიცირებული ნივთირებებისა და გლუტეინისგან თავისუფალი.

კომპანია მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს და შედეგებიდან გამომდინარე ხვეწს პროდუქციას; თუმცა, მიუხედავად სიახლეებისა, „ელ პოზო“ ინარჩუნებს ტრადიციულ გემოს, რაც მის განსაკუთრებულობას განაპირობებს. „ელ პოზოს“ მიზანია შექმნას მოსამზადებლად მარტივი, საუკეთესო ხარისხისა და განსხვავებული არომატის მქონე პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება.

დანიური კომპანია „არლა“ ქართულ ბაზარზე 4 ქვებრენდით - „არლა“, „ლურპაკი“, „კასტელო“ და „პუსკით“ არის წარმოდგენილ. მისი პროდუქცია აკრედიტირებულია კვების კონტროლის არაერთი საერთაშორისო ასოციაციის მიერ. ადგილობრივ ბაზარზე „ლურპაკის“ ნაღების კარაქს მომხმარებელი ნაკლებად იცნობს, თუმცა ის ევროპულ სამზარეულში გათვიცნობიერებული და ევროპული, მაღალი ხარისხის, საკვების მოყვარული ადამიანებისათვის „სამეფო გემოა“, რასაც საქართველოში მცხოვრები უცხოელი შეფ-მზარეულებიც ადასტურებენ. „პუსკის“ მდნარი ყველი კი საოცრად ნაზი სტრუქტურითა და უგემრიელესი გემოვნური თვისებებით ნამდვილად გაგაოცებთ. „არლას“ პროდუქციის მაღალ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხარისხს განაპირობებს ის რძე, რომელსაც „რაფსიდით“ ნაკვები ძროხებისგან იღებენ. „რაფსიდი“ არის ყვითელი ყვავილოვანი მცენარე, რომლის ზეთი, უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე, ყველაზე ძვირად ფასობს მსოფლიოში.

„ფრიკო“, რომელიც აქცენტს ძირითადად ყველისა და კარაქის წარმოებაზე აკეთებს, ჰოლანდიური ყველის პირველი და ყველაზე დიდი მწარმოებელია. „ფრიკო“ არის კომპანია, რომელსაც უფლება აქვს თავის წარმოებულ ყველს ორიგინალი წარმოშობის მედალი მიანიჭოს. იმას, რომ ყველი ნამდვილად ჰოლანდიურია, მათი სახელწოდებებიც ადასტურებს - ედამი, მასდამი და გაუდა ჰოლანდიური ქალაქების დასახელებებია.

ალბათ ბევრისათვის რთულია ორი სასწაულმოქმედი გემო, შვეიცარული და ბელგიური შოკოლადის სახით, ერთმანეთისაგან გაარჩიო და განსაკუთრებულად შეიყვარო რომელიმე მათგანი; ბევრს ალბათ მათი ერთმანეთისგან გარჩევაც უჭირს, მაგრამ თუ ორივეს გასინჯავთ თქვენი ფავორიტის ამორჩევას მარტივად შეძლებთ; მანამდე კი გეტყვით, რომ უმაღლესი ხარისხის ბელგიური Cachet და შვეიცარული Heidi ამ პროცესსში თქვენი საუკეთესო მეგზურები იქნებიან.

სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტის“ წარმომადგენელი: „ამ ეტაზე, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ზოგიერთი სახეობის ევროპული პროდუქტი ნაკლებად ცნობილია, თუმცა ყოველდღიურად ევროპულ პროდუქციაზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე საგრძნობლად იზრდება. მაგალითად, ჩვენს ქსელში თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ბრენდის 1 600-მდე სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი, მათ შორის ექსკლუზიური იმპორტის უფლებით წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა „არლა“ დანიიდან, „ფრიკო“ ჰოლანდიიდან, „ვალიო“ ფინეთიდან და „ელპოზო“ ესპანეთიდან.

ევროპის მერძევეთა კავშირის მიერ „ვალიო“ მსოფლიოში რძის პროდუქტების ყველაზე განვითარებულ მწარმოებლად არის აღიარებული. მომხმარებელს ვთავაზობთ „ვალიოს“ მდნარი ყველის ფართო არჩევანს, ფრეშ პროდუქტებს - იოგურტებს, ხაჭოს, არაჟანს, რძეს; ასევე რძის პროდუქტების ულაქტოზო ხაზს; დანიური „არლას“ რძის პროდუქტები კი მაღალი კლასის პროდუქციის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენს სუპერმარკეტებში მომხმარებელს ასევე შეუძლია აღმოაჩინოს ხორცპროდუქტები ევროპის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც განთქმული არიან მისი წარმოებით - უმაღლესი ხარისხის გერმანული „მეთენის“ სალიამები, სოსისები და ლორები; იტალიური „სორენტინოს“ მაღალი ხარისხის ტრადიციული ნაწარმი - მორტადელა, პროშუტო; უნგრული „კომეტა“ - რომლის ხორცპროდუქტები ხელს უწყობს, უნგრეთის, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტების მწარმოებელი ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე წარმოჩენას; ესპანეთიდან კი წარმოდგენილია „ელპოზოს“ უგლუტეინო პროდუქცია.

იმის გამო, რომ ევროპროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, 2016 წელს დაგეგმილია ქსელის გაფართოება თბილისისა და რეგიონების მასშტაბით."

მაღაზიათა ქსელი „ევროპროდუქტი“ ამ ეტაპზე 4 ობიექტით არის წარმოდგენილი:
* ვაკე, ი. აბაშიძის # 73
* ს.ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქ.) # 56
* ნუცუბიძის ქ #129( მე-3 მიკროს ასახვევთან)
* ვერა, თარხნიშვილის #2;

https://www.facebook.com/EuroproductGeo
http://europroduct.ge/

R


ჩემი რეცეპტები