ყველაზე გემრიელი ლაბასხმულის ("ხალადეცის") რეცეპტი: იდეალური კერძის მომზადების 12 საიდუმლო
ყველაზე გემრიელი ლაბასხმულის ("ხალადეცის") რეცეპტი: იდეალური კერძის მომზადების 12 საიდუმლო
ახალი წლის ერთ-ერთი უმთავრესი კერძი ლაბასხმულია. ის მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ მოთმინებას საჭიროებს.
იმისათვის, რომ ლაბასხმული კარგად შეიკრას და გემრიელი იყოს, საჭიროა სწორად შევარჩიოთ ხორცი, გავთვალოთ სწორად ხორცისა და წყლის პროპორციები და გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი.

1. ყველაზე გემრიელი ლაბასხმული გამოდის რამდენიმე სახის ხორცისგან.

2. მოხარშეთ ბულიონი ღორის ან საქონლის ფეხების, ყურების, კუდისა და ჩლიქებისგან. თუ ქათმის ხორცისგან ამზადებთ, მაშინ ფეხების, ფრთებისა და კისრის ბულიონი მოამზადეთ. ხორცი არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი.

3. მაგრამ ლაბასხმულისთვის საჭიროა იყოს ახალი ხორცი. თუ გაყინულს გამოიყენებთ, გაალღვეთ, შემდეგ დაალბეთ ცივ წყალში 1 საათი.

4. მოხარშეთ ხორცი დიდ ქვაბში და არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა. წყალმა მთლიანად უნდა დაფაროს ხორცი.

5. ხორცი ლაბასხმულისთვის შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: გაარჩიეთ ძვლებისგან ხელით, წვრილად დაჭერით ბასრი დანით ან გაატარეთ.

6. იმისათვის, რომ ლაბასხმული იდეალურად გამჭვირვალე გამოვიდეს, ნუ დაამატებთ ბევრ წყალს და არ ურიოთ.

7. ხარშეთ ხორცი 5,5-10 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. თუ ხორცი ახალგაზრდაა და გაუყინავი, უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ მოსახარშად.

8. მარილი გაუკეთეთ ხარშვის დამთავრებისას. თუ ადრე დაუმატებთ მარილს, შესაძოა ბულიონი არ შეიკრას ისე, როგორც საჭიროა. მარილი მეტი
You must have Flash Player installed in order to see this player.
უნდა გაუკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივი ბულიონის მომზადებისას.

9. დაუმატეთ ბულიონში სტაფილო და ნიახური. შემდეგ არ გადაყაროთ ისინი, არამედ გამოიყენეთ მოსართავად. შეგიძლიათ დაჭრად ფიგურულად, რათა კერძს განსაკუთრებული იერი შესძინოთ.

10. ოქროსფერი ბულიონის მისაღებად, ჩააგდეთ მასში მთლიანი თავი ხახვი, ოღონდ წინასწარ გადაავლეთ ცივი წყალი.

11. იმისათვის, რომ ლაბასხმულს ბუნებრივი არომატი ჰქონდეს, არ დაუმატოთ ზედმეტი სანელებლები. საკმარისია პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი (არ დაგავიწყდეთ მისი ხარშვის შემდეგ ამოღება) და კამის ღერები.

12. ბულიონს ზედმეტი ცხიმი ხელსახოცის მეშვეობით მოაცილეთ. დააფინეთ ის ბ ულიონის ზედაპირზე. რამდენიმე ახალ-ახალი ხელსახოცით ჩაატარეთ ეს პროცედურა.

თუკი ლაბასხმულს ამ წესების გათვალისწინებით მოამზადებთ, ის საოცრად გემრიელი, ლამაზი და მადისაღმძვრელი გამოგივათ.

ჩემი რეცეპტები