შემწვარი ქათმის 3 ყველაზე გემრიელი რეცეპტი
შემწვარი ქათმის 3 ყველაზე გემრიელი რეცეპტი
არ არსებობს სადღესასწაულო სუფრა არომატული და წვნიანი შემწვარი ქათმის გარეშე. ამიტომაც გთვაზობთ 3 ყველაზე მარტივ და გემრიელ რეცეპტს. ყველაზე რთული აქ - იმის ლოდინია, როდის შეიწვება ქათამი.

რეცეპტი #1 ქათამი პაპრიკით

ინგრედიენტები:

2 ს/კ შებოლილი ან ჩვეულებრივი პაპრიკა
2 ჩ/კ გამდნარი კარაქი
1 ჩ/კ დანაყილი ნიორი
1 ½ ჩ/კ მარილი
½ ჩ/კ შავი დაფქული პილპილი
1 ცალი ქათამი

მოსასხმელად:

4 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი.

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. კარგად გარეცხეთ ქათამი ცივი წყლით და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
ერთმანეთში აუარიეთ პაპრიკა, ნიორი, გამდნარი კარაქი, მარილი და პილპილი.
წაუსვით მიღებული მასა ქათამს და დადეთ ღუმელის ფირფიტაზე.
გაადნეთ თაფლი და შეურით ლიმონის წვენი. გადადეთ მიღებული მასა გვერდზე.
მოათავსეთ ქათამი ღუმელში და შეწვით დაახლოებით 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში.
თუმცა 35 წუთში გამოაღეთ ღუმელი და მოასხით ქათამს თაფლისა და ლიმონის ნარევი. ასხით სოუსი ქათამს ყოველ 15 წუთში, სანამ ქათმი ბოლომდე არ შეიწვება.

რეცეპტი #2 ქათამი მწვანილებით


ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ქათამი
მარილი და პილპილი
2-2,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ბალახები (ბაზილიკი, ოხრახუში, ქონდარი, მაიორანი ან ორეგანო).
1 შუაზე გაჭრილი ლიმონი
4 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ღერი როზმარინი

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
გარეცხეთ კარგად ქათამი ცივი წყლით და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
წაუსვით ქათამს შიგნიდან მარილი. ფრთხილად აუწიეთ კანი და შიგნიდან ამოავსეთ დაჭრილი მწვანილის, მარილისა და ზეითნის ზეთის ნაწავით.
ქათმის შუაში ჩადეთ ლიმონის ნაჭრები, დაფნის ფოთოლი, როზმარინი და თუ დაგრჩათ, დაჭრილი მწვანილი.
ზემოდანაც წაუსვით ქათამს მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და შედგით ღუმელში.
პერიოდულად გადააბრუნეთ ქათამი, რომ ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს.

რეცეპტი #3. ქათამი როზმარინითა და ლიმონით


ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ქათამი
½ წვრილად დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი
½ ლიმონი
2-3 ღერი როზმარინი
1 ს/კ პროვანსული სანელებლების ნარევი

მომზადება:

გაახურეთ ღუმელი 225 გრადუსზე, გარეცხეთ ქათამი ცივ წყალში და შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
შიგნიდან და გარედან წაუსვით მარილი, პილპილი და პროვანსული სანელებლები.
გამოწურეთ ლიმონის წვენი და ამითაც კარგად დაამუშავეთ ქათამი.
გამოწურული ლიმონი და როზმარინის ღერები მოათავსეთ ქათმის შუაგულში და შედგით ღუმელში 50-60 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩემი რეცეპტები